ვაშლის ხვეულები, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულს ჯობია

1217

გემრიელი და რაც მთავარია მსუბუქი ვაშლის დესერტი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 4 ვაშლი
  • 200გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • ლიმონის ქერქი სურვილისამებრ

ინგრედიენტები ხვეულებისთვის

  • 125გ კარაქი
  • 630გ ფქვილი
  • 125გ მცენარეული ზეთი
  • 125გ კეფირი
  • 75გ შაქრის ფხვნილი
  • 10გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 1 კვერცხი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ვაშლი, მოაშორეთ გული.

2.გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ ლიმონის ქერქი.

3.გააცხელეთ ტაფა, მოათავსეთ მესამედი გახეხილი ვაშლი და შაქარი. შეწვით 20-25 წუთი.

4.გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ დარიჩინი და მოურიეთ.

5.ამასობაში მოამზადეთ ცომი. ღრმა ჯამში მოათავსეთ კარაქი, ზეთი, კეფირი, ვანილი, შაქრის ფხვნილი, სახამებელი და კურკუმა.

6.მოურიეთ.

7.ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

8.ცომი დაყავით ბურთულებად. გააბრტყელეთ თითოეული.

9.გადაანაწილეთ ჩაის კოვზი შიგთავსი მასზე.

10.დაახვიეთ ხვეულების ფორმაზე.

11.გადატანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

12.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

13.გემრიელად მიირთვით!