უპურო ბურახის მომზადების უმარტივესი რეცეპტი

2187

ბურახი ზაფხულის კლასიკური გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ბავშვობის გემოს გახსენებს. ალბათ, უამრავ დიასახლისს მოუნდომებია მისი შინ მომზადება. მოდით, ჩვენ დღეს ბურახის რეცეპტურა ოდნავ შევცვალოთ!

ჩვენ მიჩვეული ვართ ბურახის ტრადიციული რეცეპტით – პურით მომზადებას. უპურო ბურახი კი ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება. ალაოსა და ქიშმიშის წყალობით, სასმელი პურიანი ბურახის გემოს იღებს, პიკანტურობისთვის კი შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი და ჯანჯაფილი.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. საფუარი
  • 2 ს.კ. ხორბალი
  • 2 ს.კ. ჭვავის ფქვილი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 3 ლ წყალი

მომზადება

1. შეურიეთ თასში 2 ს.კ. შაქარი, ჭვავის ფერმენტირებული ალაო და ფქვილი, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში და დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. მოურიეთ.

2. 5 წუთში დაუმატეთ კიდევ 1 ლ წყალი. როცა შემადგენლობა გაცივდება, დაუმატეთ საფუარი.

3. მოურიეთ მასას და დაუმატეთ გრილი წყალი ისე რომ ქილა შეივსოს. დააფარეთ მარლა, დადგით 24 საათით, პერიოდულად ურიეთ.

4. შემდეგ დაწურეთ ბურახი, დაამატეთ 3-4 ს.კ. შაქარი ან თაფლი და ქიშმიში.

5. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ მიირთვათ მალევე ან 2 დღეში – ოდნავ შემაგრებული.

უპურო ბურახი სიახლეს არ წარმოადგენს. მას ერთ დროს ასე ამზადებდნენ, როცა ფქვილი ხელთ არ ჰქონდათ. თქვენ რომელი გირჩევნიათ, მაღაზიის თუ შინ მომზადებული? გაგვიზიარეთ კომენტარებში!