ეს ცხობილა გამოირჩევა არამარტო გემოთი, არამედ დიზაინითაც. ის ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.
ინგრედიენტები
- წყალი 230მლ
- საფუარი 11გ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 180გ
- მარილი
- მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 600გ
- ვაშლი 3-4 ცალი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
1.ღრმა ჯამში მოათავსეთ თბილი წყალი, საფუარი, 70გ შაქარი, 2 კვერცხი, მარილი და მზესუმზირის ზეთი. ათქვიფეთ.
2.ფქვილი ორ ნაწილად შეურიეთ და მოხილეთ ელასტიური ცომი. დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 30 წუთი.
3.მაგიდას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ ცომი. მასაც წაუსვით ზეთი და გააბრტყელეთ.
4.მოაყარეთ 100გ შაქარი და თანაბრად გადაანაწილეთ. გათალეთ ვაშლი, დაჭერით და დაალაგეთ ცომზე.
5.დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით 10 ნაწილად. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
7.არაჟანს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და საკონდიტრო ტომრის დახმარებით მოასხით დესერტს.
გემრიელად მიირთვით!