ფხვიერი ორცხობილა მაიონეზით

3917

სახლში მომზადებული ტკბილეული ყოველთვის ნაყიდზე გემრიელია. დედა ბავშვობაში მიმზადებდა ამ ორცხობილას. დღემდე მახსოვს დესერტის საოცარი გემო და არომატი.

ინგრედიენტები

  • მაიონეზი 200გ
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 4 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ცივი კარაქი გადაურიეთ ფქვილს. დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, ვანილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი.

2.მოათავსეთ ჯამში და დააფარეთ პაკეტი. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი. ცომი გაატარეთ ხორცსაკეპში.

3.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წუსვით ცხიმი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!