კეფირზე მომზადებული ნამცხვარი “კულულები”

1150

ეს დესერტი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მისი მომზადება უსწრაფესად და უმარტივესად შეიძლება.

ნამცხვრის სინაზისთვის ვიყენებ კეფირს და ოთახის ტემპერატურის კვერცხს. ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილი, ნუში ან არაქისი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 150გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კეფირი 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ნიგოზი 50გ
  • ქლიავის ჯემი გემოვნებით

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

2.ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაახით ცომი.

3.მოაყარეთ ნიგოზი და გამოაცხეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

4.ცხელ ნამცხვარს მოასხით ჯემი.

გემრიელად მიირთვით!