ქათმის ღვიძლის მომზადების შეუფასებელი საიდუმლოებები

7003
ქათმის ღვიძლის მომზადების შეუფასებელი საიდუმლოებები
ქათმის ღვიძლის მომზადების შეუფასებელი საიდუმლოებები

ქათმის ღვიძლის მომზადების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. ზოგ დიასახლისს შემწვარი კერძი ურჩევნია, ზოგი კი ცდილობს კერძი ღუმელის საშუალებით მოამზადოს. მე კი მინდა შემოგთავაზოთ მეთოდი, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ.

ინტერნეტ სივრცეში შემთხვევით პენსიონერი ოლგას რეცეპტს გადავაწყდი – არაჟანში მოთუშული ქათმის ღვიძლი.

უკვე პირველი მომზადების შემდეგ მივხვდი, რომ ეს კერძი ნამდვილი ჯადოსნური ჯოხი არის!

მომზადებას მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება, კალორიულობის შემცველობა ძალიან მცირეა და მთელი ოჯახი სიამოვნებით მიირთმევს. ღვიძლის სასარგებლო თვისებებზე რომ არაფერი ვთქვათ!

ქათმის ღვიძლი არაჟანში ხახვთან ერთად

დღეს გთავაზობთ არაჟანში მოთუშული ქათმის ღვიძლის ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მომზადების რეცეპტს. პრაქტიკული დიასახლისები მის ღირსებას დააფასებენ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის ღვიძლი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 3-4 ს/კ არაჟანი
  • 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით. სტაფილო სახეხზე გახეხეთ. გაცხელებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში ხახვი 2 წუთის განმავლობაში შეწვით, შემდეგ სტაფილო დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

ბოსტნეული თავდახურულ ტაფაში 5 წუთის განმავლობაში შეწვით.

2.ღვიძლი გარეცხეთ და გააშრეთ. მოაშორეთ აპკი სურვილის მიხედვით და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.

3.ხახვი და სტაფილო ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ. დარჩენილ ზეთში, საშუალო ცეცხლზე ღვიძლი ორივე მხრიდან შეწვით ოდნავ შეწითლებამდე (თითოეულ მხარეს მაქსიმუმ 1 წუთით).

4.ღვიძლს ხახვი და სტაფილო დაუმატეთ და ყველაფერი 5 წუთის განმავლობაში, ოდნავ აურიეთ.

5.3-4 კოვზი სახლის არაჟანი დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ღვიძლი არაჟანში საშუალო ცეცხლზე 5 წუთით თუშეთ.

6.ესეც ასე, მოთუშული ქათმის ღვიძლი არაჟანში მზად არის. სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ მწვანილით და მოხარშული გახეხილი კვერცხით გააფორმოთ.

7.გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!