ტარტი ტირამისუ – საყვარელი დესერტის ახლებური ვარიანტი

1262
FW0403FLB01

გთავაზობთ ძველი, საყვარელი დესერტის ახლებურ ვარიანტს! აუცილებლად ბისკვიტის ღრმა ფორმა უნდა იხმაროთ, რომელშიც ბლომად მოათავსებთ უგემრიელეს გულსართს.

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 250 გ ფქვილი
  • 65 გ შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჭიქა კარაქი (წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი)
  • 1 დიდი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაღალკალორიული (ორმაგი ნაღები)

გულსართი 

  • 2 ჭიქა ყველი მასკარპონე
  • 180 მლ მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები
  • 150 გ შაქრის პუდრი
  • 180 მლ მაგარი შავი ყავა ესპრესო
  • 90 მლ ამარეტო (ნუშის ლიქიორი)
  • 12-16 ცალი მოგრძო ფორმის ნამცხვარი “სავოიარდი”
  • 90 გ გახეხილი შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

ფირფიტა

  1. ფქვილი, შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ, სანამ მასა ფხვიერი გახდება.
  2. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება.
  3. ცომი მოათავსეთ გამჭვირვალე ცელოფანზე, 18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით (მაქსიმალური დრო – 48 სთ).
  4. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით (28 სმ-იანი), ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით.
  5. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითად, მარმარილოს დაფაზე მოათავსეთ, რაც ცომს სწრაფად დარბილების საშუალებას არ მისცემს. ცომს ორივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოყარეთ.
  6. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე, 33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, რომ ცომი ზედმეტად მაგრდება, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს.
  7. ცომის ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას (ცომის გასაბრტყელებელი ) ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენის მოსახსნელად, ცომის ქვეშ გაატარეთ.
  8. ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივოთ.
  9. ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6) 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით (სიმძიმისთვის). 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ( აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5) დაუწიეთ და კიდევ 5 -10 წთ-ით დატოვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოყავისფრო – ოქროსფერს მიიღებს.
  10. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

გულსართი.

  1. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები და შაქარი.
  2. ამ მასის ერთი მესამედი გამომცხვარ ფირფიტას წაუსვით.
  3. პატარა ჯამში შეურიეთ ყავა და ამარეტო. ნამცხვარი რამდენიმე წამით ამ ნაზავში ჩააწეთ და კრემწასმულ ფირფიტაზე დააწყვეთ. დარჩენილი კრემი კოვზით ზედაპირს გადაუსვით და მოასწორეთ.
  4. 2 საათით მაცივარში შედგით.
  5. სუფრასთან მიტანის წინ შოკოლადი მოაყარეთ.