კიტრი კონტეინერში

1005

კონტეინერში კიტრის მომზადება საუკეთესო ვარიანტია!

ინგრედიენტები

  • კიტრი 4კგ
  • შაშტრამის ფოთოლი 8 ცალი
  • ალუბლის ფოთოლი 30 ცალი
  • ჟოლოს ფოთოლი 20 ცალი
  • მოცხარის ფოთოლი 20 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • ნიორი 50გ
  • ჰალაპენიოს წიწაკა 30გ
  • სურნელოვანი წიწაკა 5 ცალი
  • კამა
  • წყალი 4ლ
  • მარილი 240გ

მომზადება

1.დიდი კონტეინერი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ კიტრი და დაელოდეთ 6 საათი.

2.კონტეინერში მოათავსეთ ფოთლები, 25გ ნიორი, 15გ ჰალაპენიო, 5 წიწაკა, კამა და კიტრი.

3.დაუმატეთ დარჩენილი ნიორი, ჰალაპენიო და შაშტრამის ფოთლები.

4.წყალში გახსენით მარილი და მოასხით კიტრს. დააფარეთ თავსაფარი და დაადეთ სიმძიმე.

5-7 დღეში მზად იქნება!

გემრიელად მიირთვით!