ნამცხვარი, რომელიც კონდიტერმა შემთხვევით გამოაცხო

673

ნამცხვარი ვაშლით – ფრანგული სამზარეულოს სიამაყეა! მისი მომზადება მარტივად და სწრაფად შეიძლება.

ინგრედიენტები 

  • 200გ ფენოვანი ცომი
  • 3 ვაშლი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

 

მომზადება

1.გათეალეთ ვაშლი. დაჭერით, მოათავსეთ ჯამში, მოასხით ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. მოვამზადოთ სოუსი: გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი და კარგად მოურიეთ.

2.ნამცხვრისთვის უნდა მოამზადოთ 200გ ფენოვანი ცომი. გააბრტყელეთ მზა ცომი თხლად. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, ფრთხილად გადაუკეცეთ კუთხეები და ამოიყვანეთ ბორტები, გადაანაწილეთ ვაშლი და მოასხით სოუსი.

3.წინასწარ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. ნამცხვარი გამოაცხეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!