ამ რეცეპტის აღმოჩენის შემდეგ, მდნარ ყველს მაღაზიაში აღარ ვყიდულობ

854

ხაჭოსგან მომზადებული მდნარი ყველი უდაოდ გემრიელი და სასარგებლოა.

ხაჭოს მდნარი ყველი

ინგრედიენტები

  • 500გ ხაჭო
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 100გ კარაქი
  • 250გ ქამა სოკო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 4-5 ღერი ოხრახუში

მომზადება

1.ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, რბილი კარაქი, მარილი და სოდა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სოკო დაჭერით კუბიკებად და შეწვით ტაფაზე.

2.ხაჭოს მასა მოამზადეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ. როცა მასა კარგად დაიშლება, დაუმატეთ სოკო და მწვანილი. კარგად მოურიეთ.

3.ცხელი ყველი გადაანაწილეთ ჭურჭელში და დაელოდეთ გაგრილებას.

რედაქციისგან 

კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი, მაგრამ ყველი არ გამოვა სქელი და ცხიმიანი. შიგთავსითაც შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები. სანალებლებიც შეგიძლიათ შეცვალოთ გემოვნებით.