როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ცომის რულეტი ვაშლით

862

ვაშლი უამრავ ვიტამინს შეიცავს. აუცილებლად გამოიყენეთ ეს პროდუქტი დესერტებში.

რულეტი ძალიან უხდება ჩაის. რბილი ხაჭოს ცომი ვაშლის და ნიგოზის შიგთავსთან ერთად, ნამდვილად საოცრებაა.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 120გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 4 ვაშლი
  • 20გ კარაქი
  • ქიშმიში
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი შაქართან და ვანილთან ერთად. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.

2.დაუმატეთ კვერცხი და ხაჭო. კარგად მოურიეთ, ასევე დაუმატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ რბილი ცომი.

3.გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი. დაჭერით კუბიკებად. ვაშლი მოათავსეთ ქვაბში კარაქთან და შაქართან ერთად.

მოხარშეთ ვაშლი დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ქიშმიში და მოურიეთ.

4.ფქვილიან მაგიდაზე გააბრტყელეთ. გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.

5.წაუსით კვერცხის გული და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

6.გემრიელად მიირთვით!