ხაჭოს ბლინების განუმეორებელი რეცეპტი

686

ამ კერძს ბებია ძალიან ხშირად გვიმზადებდა. უმარტივესია და ძალიან ნოყიერი გამოდის. თი გინდა სწრაფად და ნაყოფირად საუზმობა, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს რეცეპტი, დამიჯერეთ გამოგადგებათ.

ბლინები გამოდის ნაზი და თხელი. შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები ბლინებისთის

  • 10 კვერცხი
  • 1ლ რძე
  • 150გ სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

გულსართისთვის

  • 1კგ ხაჭო
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 200გ ზეთი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და სახამებელი. მოურიეთ. მოასხით ზეთი და ისევ ათქვიფეთ. დაასვენეთ 15 წუთი და ბლინები აღარ გაიხლიჩება.

2.პირველი ბლინისთვის დაგჭირდებათ ცხიმი. გამოაცხეთ ტაფაზე ორივე მხრიდან.

3.შიგთავსის მოსამზადბელად ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და შაქარი. მოურიეთ და გულსართი მზად არის. გაჭერით ბლინები შუაზე, დაუმატეთ შიგთავსი ერთ მხარეზე, შეუკეცეთ გვერდები და გადაახვიეთ.

4.საცხობ ფორმას წაუსვით მდნარი კარაქი. გადაიტანეთ ბლინები, მოასხით კარაქი. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!