ყველაზე გემრიელი დესერტი – სახლში გამომცხვარი ნამცხვარია!
დღეს საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ!
ინგრედიენტები
- 140გ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 200გ გარგრის ჩირი
- 180გ შაქარი
- 200გ ნიგოზი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 30გ კაკაო
- 200გ კარაქი
- 1გ ვანილი
- 200გ შესქელებული რძე
მომზადება
1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მასის ამოფუებამდე.
2.ამის შემდეგ გაცერით ფქვილი კაკაოსთან და გამაფხვიერებელთან ერთად. მიღებული მასა დაუმატეთ კვერცხის მასას.
3.აიღეთ 50გ ჩირი და 50გ ნიგოზი. ნიგოზი და ჩირი ერთად დააქუცმაცეთ ბლენდერით.
მიღებული მასა დაუმატეთ ცომს და მოურიეთ.
ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი.
შესქელებული რძე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
5.გააგრილეთ ბისკვიტი, გაჭერით შუაზე და წაუსვით კრემი. დარჩენილი ჩირი და ნიგოზიც დააქუცმაცეთ და მოაყარეთ კორჟს.
გემრიელად მიირთვით!