კარტოფილის ბუდეები სომეხი დიასახლისის რეცეპტი

901

ანი დჯანის რეცეპტი ნამდვილად გაგაოცებთ, ეს მართლაც ხელოვნების ნიმუშია!

ინგრედიენტები

  • 800გ კარტოფილი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 300გ ხორცის ფარში
  • 1 კვერცხი
  • მწვანილი
  • 100გ ყველი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კბილი ნიორი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გათალეთ კარტოფილი. დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოათავსეთ მარილიან წყალში.

დაიწყეთ შიგთავსის მზადება

2.ფარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი, ხახვი, ნიორი და სანელებლები. მოთუშეთ ტაფაზე 15 წუთი.ფარშს დაუმატეთ პომიდვრის პასტა და კარგად მოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი.

3.როცა შიგთავსი მომზადდება, კარტოფილს დაუმატეთ სახამებელი, კარაქი და დაჭყლიტეთ.კარტოფილის პიურეს დაუმატეთ უმი კვერცხის გული და კარგად მოურიეთ.გამოსაცხობ ფორმაშ ჩააფინეთ ქაღალდი.

4.პოურე მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და სპირალისებურად დაასხით ფორმაზე.შიგნით მოათავსეთ შიგთავსი, ზემოდან მოაყარეთ ყველი.

გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. აუცილებლად მოამზადეთ!

გემრიელად მიირთვით!