მსუბუქი ჭარხლის სალათი ყველით. ის, რაც საჭიროა ახალი წლის მძიმე და დატვირთლი სუფრების შემდეგ

1305

რომელია ჭარხლის სალათების თქვენი საყვარელი ინგრედიენტები? ადრე ვინეგრეტსა და სალათ „შუბას“ შორის ვერ ვაკეთებდი არჩევანს. ახლა კი ორივეზე უარი ვთქვი და ვამზადებ ჭარხლის სალათს ბარდით. ამის ორი მიზეზი მაქვს: ჯერ ერთი, მსუბუქია, რაც მნიშვნელოვანია მძიმე და დატვირთული ახალი წლის სუფრების შემდეგ. მეორეც, ინგრედიენტები მარტივი და ხელმისაწვდომია. ასეთი სალათის მომზადება ნებისმიერს შეუძლია.

მთავარი სიურპრიზი კი ყველია ინგრედიენტებში. დიახ, შეიძლება ასეთი შეხამება ექსტრავაგანტულად მოგეჩვენოთ. გემო მართლაც უჩვეულოა. მაგრამ ოდნავ მოტკბო ჭარხალი, გამომცხვარი ხახვი და ზეთისა და ლიმონის ნარევით შეზავება ნამდვილად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ჭარხალი
  • 2 ც ხახვი
  • 200 გრ ბულგური (დაღერღილი ხორბალი)
  • 200 გრ ბარდა
  • 100 გრ ყველი ფეტა
  • 1,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 350 მლ ქათმის ბულიონი
  • 1 ლიმონი
  • 100 გრ ისპანახი
  • 20 გრ პიტნა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაახურეთ ღმელი 200 გრადუსამდე და დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი.
  2. გათალეთ ჭარხალი და ხახვი. დაჭერით 8 თანაბარ ნაწილებად. ჩაყარეთ ღრმა თასში, დაუმატეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი. მოურიეთ და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.
  3. გაახურეთ ტაფა. მოხალეთ ბულგური 2 წუთის განმავლობაში. დაასხით ქათმის ბულიონი, ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, მუდმივად ურიეთ. დაამატეთ გაყინული ბარდა და კიდევ 3 წუთი ხარშეთ. გამორთეთ გაზქურა და გააჩერეთ მასა 10 წუთის განმავლობაში.
  4. დაჭერით პიტნა და ისპანახი. დაფხვენით ფეტა.
  5. დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი, ყველი და დაჭრილი მწვანილი ბულგურში. მოურიეთ და გადაანაწილეთ თეფშებზე. ზემოდან მოათავსეთ გამომცხვარი ბოსნეული, მოასხით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ სუნელები გემოვნებით.

ჭარხლის სალათი ყველით თქვენი მენიუს უჩვეულო კერძი გახდება. ყოველდღიური, საკმაოდ მსუბუქი და ნოყიერი ერთდროულად, ის სწრაფად ჩაანაცვლებს სხვა პოპულარულ ხემსებს, რომლებზეც უარს ვერ ამბობთ. შეგიძლიათ ჭარხალი მოხარშოთ, მაგრამ ისეთივე გემო არ ექნება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!