კარტოფილის ლაზანია ღუმელში

891

თუ ლაზანია ძალიან გიყვართ, მაგრამ მისი ცომის მომზადება გეზარებათ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 5 ცალი
  • მოცარელა 300გ
  • ნაღები 200მლ
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • ოხრახუში 20გ
  • ლორი 300გ
  • ბეკონი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ და ფირფიტებად დაჭერით კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ. ფირფიტები მოათავსეთ ფორმის ძირზე.
  2. შემდეგი ფენა – დაჭრილი ლორი და მოცარელა. ისევ გაიმეორეთ.
  3. მოათავსეთ ბეკონის ნაჭრები და მოაყარეთ მწვანილი. ბოლო ფენა – კარტოფილის ფირფიტები და ყველი.
  4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!