ბაქოური ბაქლავა მეგობრის ნასწავლი რეცეპტით მოვამზადე. უგემრიელესია!

5626

ბაქლავა საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მალევე გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის, გამარტივებული რეცეპტები. მაგ:  ჩეხური, ბაქოური, სომხური და სხვა… დღეს გასტრონომია ბაქოური ბაქლავას რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 3 კვერცხის გული
  • 200 მლ არაჟანი
  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 400 – 500 ფ ფქვილი

გულსართი

  • 3 კვერცხის გული
  • 500 გ ქიშმიში
  • 300 გ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 300 გ შაქარი

მოსართავად 

  • ერთი კვერცხის გული
  • ნიგვზის ლებნები სურვილსამებრ

მომზადების წესი:

  1. ავთქვიფოთ კვერცხის გული, დავუმატოთ არაჟანი, დარბილებული კარაქი. დავაცრათ ფქვილი და სოდა. ფქვილი ულუფებად დავუმატოთ, უნდა მივიღოთ ელასტიკური ცომი, რომელიც  ხელებს  არ ეკრობა. ცომისგან  გავაკეთოთ გუნდა, შევახვიოთ  ცელოფანში და ერთი საათით შევდოთ მაცივარში.
  2. ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ. ნიგოზი დავღერღოთ. ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ორი ნაწილი თანაბარი ზომის უნდა იყოს, ხოლო მესამე – ოდნავ დიდი. კვერცხის ცილებისგან გავაკეთოთ ბეზე. ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და დარიჩინი, შემდეგ შევურიოთ ქიშმიში და ნიგოზი.
  3. ცომის ერთი ფენა გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ  საცხობ ფორმაში. გადავუსვათ გულსართის  ნახევარი. ზემოდან გადავაფინოთ ცომის მეორე ფენა და დარჩენილი გულსართი გადავუსვათ.
  4. გავაბრტყელოთ ცომის დიდი გუნდა, ზემოდან გადავაფაროთ და კიდეები შევუკეცოთ. ხელით მსუბუქად მოვასწოროთ ზედაპირი.
  5. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, ბასრი დანით რომბებად დავჭრათ და თითო რომბზე თითო ნიგვზის  ლებანი დავადოთ.
  6. შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 35-40 წუთი ვაცხოთ, სანამ ოქროსფერი გახდება. ვაცადოთ გაცივება და დავჭრათ.