ცხარე სპაგეტი პამიდვრითა და პანჩეტით

2363

საწებლის წიწაკა გემოვნებით შეუზავეთ. შეგიძლიათ ხახვიც დაიმატოთ. ის კერძს დაატკბობს და ამასთან, გარკვეულ ტექსტურას შესძენს.

პანჩეტა – იტალიური შაშხის სახეობაა.

ინგრედიენტები:

  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 150 გ პანჩეტა
  • 2 მწარე წითელი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 400 გ წვნიანი პამიდორი
  • მარილი
  • 2 ს.კ. ქორფა ოხრახუში
  • 500 გ სპაგეტი
  • 60 გ ყველი პეკორინო

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მაღალ ცეცხლზე შემოდგით.
  2. დიდ ტაფაში კი საშუალო ცეცხლზე ზეთი გააცხელეთ და წვრილ ზოლებად  დაჭრილი  პანჩეტა 3-4 წთ შუშეთ, ვიდრე მოყავისფრო გახდება.
  3. ტაფიდან ბრტყელპირიანი კოვზით ცალკე ჭურჭელზე გადაიღეთ.
  4. მწარე წიწაკა და წვრილად  დაჭრილი ნიორი იმავე ზეთში 2-3 წთ მოშუშეთ. ნიორი ოქროსფრად რომ შეიფერება, დაუმატეთ წვნიანი პამიდორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და შუშეთ 10-15 წთ, ვიდრე პამიდორი ჩაიშლება.
  5. სპაგეტი ბოლომდე არ მოხარშოთ.
  6. პანჩეტა საწებელიან ტაფაში დააბრუნეთ. საწებელი წამოადუღეთ.
  7. სპაგეტიც იმავე ტაფაში გადაიტანეთ, კარგად ამოურიეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი პეკორინო და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.