ტირამისუ ატმით – კვერცხის გარეშე

ზაფხულის სიცხეში ღუმელის ჩართვა არავის სიამოვნებს, ამიტომ ტირამისუს რეცეპტს შემოგთავაზებთ რომელსაც ქურასთან ფუსფუსი სულ არ ჭირდება და მოსამზადებლად რამდენიმე წუთს საჭიროებს! ამ რეცეპტშ კრემი არაჟნისა და შესქელებული რძისგან მზადდება, ფირფიტების ნაცვლად კი ყავაში დამბალ სავოიარდის ორცხობილას გამოვიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • არაჟანი – 500 გრამი
  • ორცხობილა სავოიარდი – 200 გრამი
  • ჟელატინი – 15 გრამი
  • ყავა – 250 მილიგრამი
  • შესქელებული რძე – 300 გრამი
  • ატამი – 1-2 ცალი
  • წყალი – 150 მილიგრამი
  • კაკაოს ფხვნილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. აურიეთ არაჟანი შესქელებულ რძესთან. თქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

2. გარეცხეთ ატამი, დაჭერით თხელ ნაჭრებად.

3. ჟელატინს წყალი დაასხით და 15 წუთით გააჩერეთ. გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც გაცივდება დაუმატეთ არაჟნის მასა. კარგად აურიეთ.

4. მოადუღეთ მაგარი შავი ყავა. ორცხობილის ნახევარი მასში ამოავლეთ და ფორმის ფსკერზე დაალაგეთ. წაუსვით კრემი და ზემოდან ატმის ნაჭრები მოალაგეთ.

5. დაალაგეთ ორცხობილის მეორე ფენა, ატამი და ისევ კრემი. ტირამისუს კაკაო მოაყარეთ და მაცივარში მინიმუმ 2 საათით შედგით!

როგორც ხედავთ ეს უგემრიელესი და ჰაროვანი ტორტი მოსამზადებლად რამდენიმე წუთს საჭიროებს. გემრიელად მიირთვით!