შუშის ქილების ცხელი სტერილიზაციის მეთოდი ძალიან გავრცელებულია, თუმცა ის საკმაოდ რთულია და დაახლებით 1 ქილის გასასტერილებლად დაახლოებით 10 წუთის დახარჯვას მოითხოვს. გარდა დროის ხარჯვისა ეს მეთოდი საკმაოდ რთულია რადგან მდუღარე წყალში ქილები ხშირად სკდება. არსებობს ქილების სტერილიზაციის ცივი მეთოდიც, რომელიც სულ რაღაც 20-30 წუთს საჭიროებს და ძალიან მოსახერხებელი და მარტივიც გახლავთ.
ამ მეთოდისთვის არც ქურა დაგჭირდებათ, არც მიკროტალღური ღუმელი და არც სხვა გამაცხელებელ-დასამდუღრი ხელსაწყოები ან ტექნიკა.
უპირველეს ყოვლისა თქვენი ქილები შეამოწმეთ, მას ბზარები, ჩამოტეხილები ან ჟანგი არ უნდა ჰქონდეს, აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა იყოს გარეცხილი როგორც ქილა ასევე თავსახურებიც. შეამოწმეთ თავსახურები, თუ თავსახური დეფორმირებული, ნაკაწრებიანი ან ჟანგიანია მაშინ მისი ახლით ჩანაცვლება მოგიწევთ. აჯობებს თუ ქილებსა და თავსახურებს სოდით, მდოგვის ფხვნილით ან სარეცხი საპნით გარეცხავთ!
სტერილიზაციისთვის დაგჭირდებათ სპირტი (40-50 მილიგრამი ან მაგარი არაყი (50-70 მილიგრამი) ან 9%-იანი ძმარი (50+ მილიგრამი).
ჩაასხით ქილაში საჭირო რაოდენობის ხსნარი (ზემოთ ჩამოთვლილი ხსნარებიდან რომელიმე) დაახურეთ თავსახური და ქილა 30 წამის განმავლობაში ანჯღრიეთ, შემდეგ სითხე მეორე ქილაშ გადაასხით, მეორე ქილის გასტერილების შემდეგ მესამეში და ა.შ. სანამ ყველა ქილას არ გაასტერილებთ. თუ ნჯღრევის დროს ქილიდან სითხე გადმოესხა ეს ნიშნავს, რომ თავსახური უნდა შეცვალოთ.
ეს მეთოდი გამოცდილია და ნამდვილად ეფექტურად მუშაობს, ის დაგიზოგავთ დროს, ენერგიას, ელექტრო ენერგიის ხარჯებს და თქვენს კომპოტებსა და გამოსაზამთრებელ ნობათს გაფუჭებისგანაც დაიცავს!