5 საუკეთესო მარინადი სახლში დამარილებული თევზისთვის: გემოს დღესასწაული!

1494

მარილიანი, დამარინადებული თევზი შესანიშნავი წასახემსებელია, რომლის გარეშეც ერთი სუფრაც კი არ ჩაივლის. მისგან შეგიძლიათ უამრავი, სხვადასხვა კერძი მოამზადოთ ან სუფრაზე წასახემსებლის სახით გაიტანოთ.

ყველაზე ჩვეულებრივი ბუტერბროდიც კი დამარილებული თევზით ნამდვილ გემოს დღესასწაულად გარდაიქმნება. დღეს „გასტრონომია“ თევზის სახლის პირობებში დამარინადებას გასწავლით, რადგან მწარმოებლები სხვადასხვა კონსერვანტებს და გემოს დანამატებს ბოროტად იყენებენ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მარინადის 5 საუკეთესო ვარიანტს ნებისმიერი გემოვნებისთვის.

შეუდარებელი ქაშაყი კეტჩუპით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ახალ გაყინული ქაშაყი
  • 3 ხახვი რგოლებად დაჭრილი
  • 180-200 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1-2 ს/კ მარილი
  • ½ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • 2 ს/კ კეტჩუპი
  • ½ ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, თევზი გამოშიგნეთ და ტყავი მოაშორეთ.

2. შემდეგ ნაჭრებად დაჭერით და ემალის ქვაბში მოათავსეთ.

3. მეორე ჭურჭელში დანარჩენი ინგრედიენტები აადუღეთ, მიღებული მარინადი გააგრილეთ და ქაშაყს დაასხით.

4. ახლა თევზი მარინადში უნდა გაჟღინთოთ, ამისთვის მაცივარში ზუსტად 1 დღე შეინახეთ.

გემრიელი დამარილებული თევზი 2 საათში

ინგრედიენტები:

  • 2 ქაშაყი ან სკუმბრია
  • ხახვი გემოვნებით
  • 400 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 200 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3 მიხაკის თანაყვავილედი
  • 10 წიწაკის მარცვალი
  • 1 ჩ/კ ქინძის ფხვნილი
  • 2 ს/კ სუფრის ან ვაშლის ძმარი

მომზადება:

1. თევზი გამოშიგნეთ და ცივ წყალში გარეცხეთ.

2. ტყავი ააძვრეთ და ფილე დააცალკევეთ. შემდეგ ფილე ნაჭრებად დაჭერით.

3. წყალში მარილი გახსენით. თევზი მინის ან ფაიფურის თასში მოათავსეთ და მიღებული მარილწყალი დაასხით.

4. მასში ზუსტად 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

5. ამ დროში შეგიძლიათ ზეთი ძმარს აურიოთ და ხახვი რგოლებად დაჭრათ.

6. ვადის გასვლის შემდეგ სითხე გადაასხით, თევზის ნაჭრები ხახვთან და სანელებლებთან ერთად ქილაში ფენებად ჩააწყვეთ. ბოლოს ძმრის და ზეთის ნარევი დაასხით.

დამარინადებული ქაშაყი ვაშლის ძმარში

ინგრედიენტები:

  • 2 ქაშაყი
  • 1-2 დიდი ხახვი
  • 5 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • ½ ჩ/კ შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 10 წიწაკის მარცვალი
  • მწიკვი ქინძი

მომზადება:

1. თევზი გამოშიგნეთ და ნაჭრებად დაჭერით. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით.

2. წყალში მარილი, შაქარი გახსენით, ვაშლის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ.

3. თევზი ხახვთან ერთად თასში მოათავსეთ, ქინძი და წიწაკა მოაყარეთ და ოთახის ტემპერატურის მარილწყალი დაასხით.

4. თასს დაახურეთ და თევზი 1 დღე მაცივარში დაამარინადეთ.

არომატული „შებოლილი“ თევზი

ინგრედიენტები:

  • 3 ახალ გაყინული სკუმბრია
  • 1 ლ წყალი
  • 3 ს/კ მარილი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ შავი ჩაის ნაყენი
  • 2 მუჭა ხახვის ფურცლები

მომზადება:

1. თევზი გამოშიგნეთ და გარეცხეთ.

2. ქვაბში წყალს მარილი, შაქარი, ჩაის ნაყენი და ხახვის ფურცლები დაუმატეთ.

3. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ.

4. თევზი ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ და მომზადებული მარილწყალი დაასხით, შემდეგ თავსახური დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე 4 დღე გააჩერეთ.

5. ყოველდღე (დილა–საღამო) თევზს აუცილებლად აურიეთ.

6. ვადის გასვლის შემდეგ თევზი მარილწყლიდან ამოიღეთ და მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ.

დამარილებული თევზი პაკეტში

ინგრედიენტები:

  • 2 ახალ გაყინული ქაშაყი ან სკუმბრია
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2-3 ს/კ კამა (ახალი ან მშრალი)
  • ½ ჩ/კ შავი წიწაკა
  • მშრალი ბაზილიკი

მომზადება:

1. თევზი კარგად გამოშიგნეთ, გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით.

2. შემდეგ თევზი საკვებ პარკზე მოათავსეთ, ნარევში ორივე მხრიდან ამოავლეთ.

3. თევზი პარკში მჭიდროდ გაახვიეთ და პაკეტში მოათავსეთ. 1 დღე გრილ ადგილას შეინახეთ.

საკუთარი ხელით დამარინადებული თევზი შეძენილზე ბევრად უფრო გემრიელი გამოვა და უფრო იაფიც დაგიჯდებათ. თევზის მომზადება რომელიმე ამ რეცეპტით სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდით!