როგორ მოვამზადოთ სამეფო ხაჭოს კვერი

927

ხაჭოს ნამცხვარი – საუკეთესო დესერტი, რომელიც ყველას აოცებს. ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა შეინახოთ, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ აუცილელად გაგიჩნდებათ მომზადების სურვილი.

დღეს ურბილეს დესერტს მოვამზადებთ ყაყაჩოს, შოკოლადის მინანქრის და ლიმონის ცედრის გემოებით.

ინგრედიენტები

  • 110გ ფქვილი
  • 120გ მანანის ბურღული
  • 250გ შაქარი
  • 700გ ხაჭო (ცხიმიანობა 5-9%)
  • 50გ არაჟანი
  • 40გ კარაქი
  • 30გ სახამებელი
  • 4 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1/3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი

ინგრედიენტები მნანქრისთვის

  • 100გ რძიანი ან შავი შოკოლადი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება

1.ყაყაჩო ჩაყარეთ ქვაბში, მოასხით ცხელი წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. მოურიეთ, მოხარშეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

2.ცალკე ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, გამაფხვიერებელი და 1 სუფრის კოვზი კაკაო. მოურიეთ და დაუმატეთ 40გ კარაქი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი რაჟანი და მოზილეთ ცომი.

3.აიღეთ ფორმა 20სმ. ამოფინეთ ქაღალდით და ჩაასხით ცომი. დაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით.

4.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და გამოაცხეთ 10 წუთი.

5.გააგრილეთ ყაყაჩო და გამოწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და დააბლენდერეთ.

6.გაგრილებული კორჟი ამოიღეთ ფორმიდან. ამოფინეთ ქაღალდით და ისევ ჩააბრუნეთ კორჟი.

7.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე, ჩაყარეთ 100გ შაქარი.

8.დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ათქვეფილი ცილა ყაყაჩოს და კარგად მოურიეთ.

9.გულს დაუმატეთ 100გ შაქარი, ათქვიფეთ და დაუმატეთ 700გ ხაჭო. დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ მიქსერით. მოაყარეთ სახამებელი, ლიმონის ქერქი და 40გ კარაქი.

10. ხაჭოს მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოურიეთ. მიღებული მასის ნახევარი მოათავსეთ კორჟზე. კორჟის ცენტი ოდნავ ჩაზნიქეთ, რათა მოთავსდეს ყაყაჩოს შიგთავსი.

11.ხაჭოს მასაზე მოათავსეთ ყაყაჩოს მასა.

12.ზემოდან გადაანაწილეთ ხაჭოს მასა.

13.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 60 წუთი.

14.მოვამზადოთ მინანქარი. შოკოლადს დაუმატეთ რძე, 1 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი.

15.გაგრილებულ ნამცხვარს მოსხით მინანქარი. შეინახეთ მაცივარში 7-8 საათი.

16.გემრიელად მიირთვით!

ამ დესერტს “სამეფოს” უბრალოდ არ ეძახიან. ნამდვილად სამეფო მაგიდისთვისაა შექმნილი!