იტალიური მარილიანი ფუნჩულები ლომბარდიიდან

1159

იტალიის მაცხოვრებლებმა გემრიელი საჭმლის გემო იციან. ეს სასიცოცხლო სიამოვნების ბუნებრივი ნაწილია, უფრო ზუსტად იტალიელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მხიარული ხალხიდან მაგალითს ავიღებთ და იტალიური წასახემსებლების მომზადებას ვისწავლით.

იტალიური წასახემსებლები

დღეს მენიუშია – მარილიანი ფუნჩულა „ნოკო ფრიტო“. „ნოკო“ ან „ნიუკი“ – ერთ–ერთი ეროვნული იტალიური კერძია, რომლის რეცეპტიც უკვე 100 წლისაა. ძველი რომის დროს ამ კერძის საფუძველი მანანის ბურღული და კვერცხი იყო. დღეს მსგავსი წასახემსებლის უამრავი ვარიანტი არსებობს და დღეს ერთ–ერთ მათგანს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 220 მლ გაზიანი წყალი
  • 570 გრ მცენარეული ზეთი
  • 5 გრ სოდა
  • 10 გრ მარილი

მომზადება:

1. მაგარი ცომი ძალიან სწრაფად მზადდება: გაზიანი წყალი ფქვილს, მარილს და 70 მლ მცენარეულ ზეთს აურიეთ. ცომი ფორმას ადვილად იძენს, ხელებს არ ეკვრის.

2. მზა ცომი დაამრგვალეთ, თასში ჩადეთ, პირსახოცი გადააფარეთ და 1 საათით შეინახეთ.

3. ახლა ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული თხლად გააბრტყელეთ.

4. ოვალური ფორმები რომბებად ფრთხილად დაჭერით. ცომი ხელს არ ეკვრის, ამიტომ ფქვილის დამატება საჭირო არაა. ასე შესაწვავად ზეთის ხშირად შეცვლა არ მოგიწევთ.

5. ფუნჩულები ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, ზეთი აუცილებლად კარგად გააცხელეთ. წასახსემებელი მაქსიმალურად აწეულ ცეცხლზე უნდა შეწვათ.

იტალიური, მარილიანი ფუნჩულები მწვანილით და ბოსტნეულით შეავსეთ. კიტრს და პომიდორს შესანიშნავად უხდება. ასევე უცხიმო ლორით ძალიან გემრიელი იქნება.

თუ მარილიანი ცომეული დიდად არ გიყვართ, შეგიძლიათ ფუნჩულებს შაქრის ფხვნილი მოაყაროთ და ჩაის ან ყავას მიაყოლოთ.

წასახემსებელი მშვენიერია იმით, რომ მინიმუმი ინგრედიენტებისგან მარტივად მზადდება. შეგიძლიათ დიდი კომპანია გამოკვებოთ და დიდი ფინანსური ხარჯები არ გასწიოთ. მომზადებაზე ძალიან ცოტა დრო დაგეხარჯებათ! მარტივი ინგრედიენტები შესანიშნავ შედეგს გპირდებათ!