გამოაცხეთ პური კეფირზე. შედეგად მიიღებთ ხრაშუნა ზედაპირს და რბილ გულს.
ინგრედიენტები
- 150მლ წყალი
- 350მლ კეფირი
- 900გ ფქვილი
- 20გ საფუარი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
მომზადება
- თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი და შაქარი.
- დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი და მოურიეთ, უნდა მიიღოთ არაჟნის კონსესტენციის მასა.
- დააფარეთ და დაელოდეთ 15 წუთი.
- დაუმატეთ თბილი კეფირი, კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი.
- გადააფარეთ და დატოვეთ 20 წუთი.
- ცომი დაამრგვალეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
- ზემოდან წაუსვით ზეთი ან ათქვეფილი კვერცხი.
- გამოაცხეთ 40 წუთი 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!