“ბარმაკ” თათრულიდან ითარგმნება “თითები”, ამიტომაც ფორმაც შესაბამისი აქვს ამ დესერტს.
ხრაშუნა, მაგრამ ამავდროულად პირში ლღობადი დესერტი, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ გამაფხვიერებელი და სოდა.
ინგრედიენტები
- 200გ არაჟანი
- 25გ კარაქი
- 250გ ფქვილი
- 1/3 სუფრის კოვზი მარილი
- 80გ შაქარი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
- 80გ ნიგოზი
- 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
მომზადება
- მოვამზადოთ შიგთავსი, დააქუცმაცეთ ნიგოზი, დაუმატეთ შაქარი და წყალი.
- ცომის მოსამზადებლად, გამღვალ კარაქს დაუმატეთ არაჟანი, მარილი და ფქვილი.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ ელასტიური, მკვრივი.
- მიეცით ზეხვიდ ფორმა, დაყავით ნაჭრებად და გააბრტყელეთ.
- მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
- რულეტები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
- მზა რულეტებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!