ასეთი ფაფუკი ბისკვიტი მე ჯერ არ გამისინჯავს! მთავარი ინგრედიენტი – ცხელი წყალი, რომელიც უნდა დაუმატოთ აუცილებლად შესაფერის დროს . . .

1669

ბისკვიტის ცხობა არასდროს გამომდიოდა. ძალიან ბევრი მეთოდი მოვსინჯე, ქმარს ახალი ღმელიც კი ვაყიდინე. ჩემი ოცნება ისეალური ტორტის მომზადება ვერაფრით ავისრულე, მაგრამ უეცრად ამ რეცეპტს წავაწყდი.

ინგრედიენტების ჩამონათვალში ნანახმა ადუღებულმა წყალმა უამფრავი შეკითხვა გამიჩინა. ძალიან მაინტერესებდა შედეგი, ამიტომაც ვცადე და გაოცებული დავრჩი. შედეგად მივიღე ძალიან ფაფუკი, ნაზი და არომატული ბისკვიტები!

მზადებისას დაგჭირდებათ მიქსერი, რათა ცომი მიიღოთ იდეალური. მე ეს დესერტი ღუმელში გამოვაცხე, მაგრამ მულტისახარშ ქვაბშიც ძალინ გემრიელი გამოვიდა.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი უმაღლესი ხარისხის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1/2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 5 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 1,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჭიქა ადუღებული წყალი

ვანილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონის წვენით, მაგრამ მზადების ბოლოს უნდა დაუმატოთ.

მომზადება

1.ჩართეთ ღუმელი წინასწარ, 200 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა, ამოფინეთ პერგამენტით, კუთხეები არ დაამუშავოთ ცხიმით.

2.ყველა მშრალი ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და მოურიეთ.

3.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, რძე და ზეთი.

4.მშრალი და თხელი მასა შეურიეთ ერთმანეთს, ამასობაში გააცხელეთ წყალი.

5.თქვენ უნდა გამოგივიდეთ ძალიან სქელი და წელვადი ცომი. თუ მასა თხელია, მაშინ დაუმატეთ ფქვილი.

6.არ გამორთოთ მიქსერი და დაუმატეთ ცხელი წყალი. ათქვიფეთ სწრაფად. დაუმატეთ ლიმონის წვენი.

7.ცომი უნდა გამოვიდეს თხელი ისეთი, რომ მარტივად გადმოვიდეს ჯამიდან. ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ!

8.ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 180 გრადუსზე და გამოაცხეთ 1,5 საათი. ამასობაში არ გამოაღოთ ღუმელი.

9.მზა კორჟი გააგრილეთ ფორმაშივე.

10.თქვენ უნდა მიიღოთ ურბილესი ბისკვიტი!

11.გაჭერით კორჟი თანაბარ ნაწილებად და წაუსვით კრემი.

ეს დესერტი გამოდის უგემრიელესი. კრემი შეგიძლიათ მოამზადოთ ათქვეფილი არაჟნით შაქართან ერთად ან ათქვეფილი ნაღებით, შედედებული რძისა და კარაქის კრემი ძალიან უხდება. შეგიძლიათ დანამოთ ტკბილი სიროპით.

შეგიძლიათ შიგთავსად გამოიყენოთ ბალი ან ბანანი. მოასხით შოკოლადის მინანქარი და მზად არის!

მულტისახარში ქვაბისთვის

ამ დესერტის მომზადება მულტისახარშ ქვაბშიც შეგიძლიათ.

ამ მეთოდისთვის რამდენიმე საიდუმლო არსებობს.

  1. ცომი არ ათქვიფოთ ქვაბში და არ დაამუშაოთ ცხიმით.
  2. ჩართეთ რეჟიმი “ცხობა” (180 გრადუსზე) და გამოაცხეთ 60-80 წუთი.
  3. მზა ბისკვიტი მოათავსეთ დაჩხვლეტილ ჭურჭელში, რათა კარგად გაგრილდეს.