ცხოვრება დესერტების გარეშე მოსაწყენი და აუტანელი იქნებოდა. მართალია ზოგიერთი ტკბილეული სანაცვლოდ რამდენიმე ჭარბ კილოგრამს გვიტოვებს, თუმცა არსებობენ სასარგებლო დესერტების რომლებიც ზომიერად მიღების შემთხვევაში ჩვენს ცხოვრებას სიხალისეს სძენენ.
დღეს შოკოლადისა და ხაჭოს დესერტის მომზადებას გასწავლით, რომელიც ძალიან გემრიელია, ლამაზად გამოიყურება და დიდ დროსაც არ დაგახარჯვინებთ.
ჭადრაკისებური ტორტი
ცომის ინგრედიენტები
- 50 მლ რძე
- 2 სუფრის კოვზი კაკაო
- 150 გრამი კარაქი
- 180 მილიგრამი ფქვილი
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- 120 გრამი შაქრის პუდრა
- 700 გრამი ხაჭო
- 200 გრამი არაჟანი
- 125 გრამი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
მოსაჭიქი ინგრ ედიენტები
- 100 გრამი შოკოლადი
- 50 გრამი კარაქი
არაჟანი შეგიძლიათ იოგურტით ჩაანაცვლოთ, ვანილის ექსტრაქტი კი ვანილის შაქრით. ხაჭო საშუალო ცხიმიანობის აარჩიეთ. ხაჭო შეგიძიათ მასკარპონეთი ჩაანაცვლოთ თუმცა ამ შემთხვევაში არაჟნის რაოდენობა უნდა შეამციროთ!
მომზადების წესი
1. რძე, კაკაო, შაქარი და კარაქი ქვაბში მოათავსეთ, დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ სანამ ყველა ინგრედიენტი არ გაიხსნება და ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
2. გაცივებულ მასაში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. გადაურიეთ სათქვეფით ან მიქსერით (დაბალ სიჩქარეზე).
3. საცხობ ფორმაში პერგამენტი ან ფოლგა ჩაფინეთ. ცომი მასში მოათავსეთ და გაათანაბრეთ. შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და 25 წუთი აცხვეთ.
4. 25 წუთის შემდეგ, ფორმა ღუმელიდან გამოიღეთ. გააცივეთ, გადმოიღეთ ფორმიდან და დატოვეთ გასაცივებლად.
5. ახლა კი ხაჭოს კრემის მომზადებას შევუდგეთ. ათქვიფეთ კვერცხი, შაქრის პუდრა და კვერცხის გულები.
6. დაუმატეთ ხაჭო და არაჯანი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მირებამდე.
7. ათქვიფეთ ცილა და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ახლა შეგიძლიათ ვანილის ექსტრაქტი დაუმატოთ და კარგად აურიოთ. შედგით მაცივარში.
8. დაჭერით შოკოლადის ბისკვიტი 10 თანაბარი ზომის ჩხირად.
9. კვლავ აიღეთ საცხობი ფორმა და საკვების ცელოფანი ან პერგამენტი ჩააფინეთ. დაიწყეთ ჩხირების ჩალაგება – ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით.
10. ჩხირებს შორის არსებულ თანაბარ ადგილებში კრემი ჩაასხით. შეგიძლიათ ამისთვის საკონდიტრო შპრიცი ან ცელოფნის ტომარა გამოიყენოთ.
11. დაალაგეთ მეორე ფენა. ახლა ხაჭოს კრემზე შოკოლადის ჩხირები დაალაგეთ, მათ შორის არსებული დაშორება კვლავ კრემით ამოავსეთ.
12. ახლა ორთქლის აბაზანაზე კარაქი და შოკოლადი დაადნეთ – აჯობებს რძისა და შავი შოკოლადი თანაბარი პროპორციებით გამოიყენოთ. შოკოლადი ტორტს წაუსვით და მაცივარში 30 წუთით შედგით.
თუ მოჭიქვა გეზარებათ შეგიძლიათ, უბრალოდ გახეხოთ შოკოლადი და ტორტს მოაყაროთ. შემდეგ ქაღალდის ზოლები გამოჭერით და ტორტზე ბადეს მსგავასად მოათავსეთ, კვადრატებს კი შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით! შეგიძიათ ტორტს რამდენიმე სართული გაუკეთოთ, ამგვარად ჭადრაკის ანხატი უფრო კარგად გამოჩნდება!