ასე მარტივად ფხვიერი ნამცხვარი ჯერ არ გამომიცხვია. 4 ინგრედიენტი და 30 წუთი, შედეგი კი გასაოცარი

1162

ზოგჯერ როგორ გვინდა რაიმე გემრიელის ჭამა, ხოლო განწყობა გამოცხობისკენ გვიბიძგებს. დღეს გთავაზობთ ძალიან მარტივი და გემრიელი ფხვიერი ნამცხვრის მშვენიერ რეცეპტს.

სხვათა შორის, კვერცხი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, ხოლო შაქარი თაროზე. თქვენ მხოლოდ 4 მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელთა შერევით აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!

ფხვიერი ნამცხვარი უკვერცხოდ

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • ¾ ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • ½ ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და დაელოდეთ, სანამ საკმარისად არ დარბილდება. მანანის ბურღული და მარილი დაუმატეთ. ნახევარი ჩაის კოვზი მარილი ასეთი რაოდენობის ინგრედიენტებისთვის არც ისე ბევრია. მარილის მოყვარულებს შეუძლიათ ცოტა მეტი მარილი დაამატონ.

2. ცომი კარგად მოზილეთ, რომ მარილი თანაბრად გადანაწილდეს. ფქვილი დაუმატეთ, კვლავ კარგად აურიეთ და ბურთის ფორმა მიეცით.

3. პერგამენტის ქაღალდს ფქვილი მოაყარეთ. მასზე მაქსიმუმ 1 სმ სისქის ცომი გააბრტყელეთ. ქაღალდთან ერთად ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ცომი პატარა კვადრატებად ან სასურველ ფიგურებად დაჭერით – თავად გადაწყვიტეთ!

4. ფხვიერი ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ. მზადაა! ფხვიერი ნამცხვარი ძალიან გემრიელი გამოვა – თითებს ჩაიკვნეტთ!

სხვათა შორის, ასეთი ტკბილეული შეგიძლიათ ტკბილი მოამზადოთ. ამ შემთხვევაში კარაქი ჯერ 1 ჭიქა შაქარს აურიეთ, შემდეგ მანანის ბურღული და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ. თუ მარილიან ცომს ცოტა გახეხილ პარმეზანს დაუმატეთ, მას ბადალი არ ეყოლება!

როგორც ხედავთ, ფხვიერი ნამცხვრის მომზადება ნაკლებად ხარჯიანი და მარტივი პროცესია, შედეგი კი ყველა მოლოდინს აჭარბებს. რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, შესაძლოა, ასეთი გემრიელი ტკბილეული მათაც შეუყვარდეთ.