აი როგორ უნდა მომზადდეს მუდამ ნაზი და რბილი “მთვრალი ცომი”.

2898

უამრავ დიასახლის რომლებიც ცხობით არიან დაკავებული აქვთ საკუთარი საიდუმლო ინგრედიენტები უგემრიელესი ღვეზელის მოსამზადებლად, ისინი ზოგჯერ მცირეოდენ არაყს ამატებენ ცომში.

მთვრალი ცომის მომზადება საოცრად ნაზი და რბილი ღვეზელის გამოსაცხობად სირთულეს არ წარმოადგენს. პირველ რიგში ეს საფუარის ცომს ეხება, რომელსაც ალკოჰოლი ყველაზე მეტად უყვარს.

ცომი არაყზე

ღვეზელის ცომის მომზადებისთვის ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობების გამოყენების უამრავი რეცეპტი არსებობს – სპირტით, არყით, ღვინით, კონიაკით, რომით და ლუდითაც კი.

მათ კი ერთი საერთო თვისება აერთიანებთ, ალკოჰოლის მინიმალური რაოდენობა ცომში — 1 ჩაის კოვზი ან მაქსიმუმ 1 სუფრის კოვზი 1კგ წონის ცომზე.

ინგრედიენტები საფუარისთვის:

  • 30 გრამი ახალი საფუარი
  • 0,5 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ფქვილი (რამდენიც დაგჭირდებათ არაჟნის კონსისტენციის მქონე ცომის მისაღებად)

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 1 კგ ფქვილი
  • 2 ს/კ არაყი
  • 2 კვერცხი
  • 200 გრამი კარაქი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 0,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

1.  გახსენით საფუარი თბილ შაქრიან წყალში, დაუმატეთ ფქვილი არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე და დაასვენეთ სითბოში 20-30 წუთით, ასაფუებლად.

2. შეურიეთ ცომისთვის აუცილებელი კვერცხი და შაქარი. ძლიერად ათქვეფა საჭირო არ არის.

3. 30 წუთის გასვლის შემდეგ აფუებულ ცომს დაუმატეთ კვერცხის ნაზავი, არაყი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, არაჟანი, მარილი და კარგად გადაურიეთ მთელი მასა. კარაქი ცომისთვის არ გაადნოთ, უბრალოდ დაარბილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

4. დაუმატეთ მცირე პორციებად ფქვილის ნახევარი, გააზავეთ თბილი რძით და მოზილეთ სქელი არაჟანის კონსისტენციის მიღებამდე.

5. დაასვენეთ მზა ცომი ერთი საათით თბილ ადგილას, ასაფუებლად.

6. ჩაზილეთ ცომი, ჩაუმატეთ დანარჩენი ფქვილი და დაასვენეთ კიდევ 50-60 წუთით.

7. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომის დაყოფაც.

8. ამით მთვრალი ცომის მომზადება დასრულებულია.  გამოაცხვეთ და გემრიელად მიირთვით.