მე ამ რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი, დამაინტერესა და ვცადე ამ ფუნთუშების მომზადება. მთელი ოჯაზი აღფრთოვანებული დარჩა ამ ფუნთუშებისგან.
ამ ცომთან მუშაობა ძალიან მარტივია. მე ვაძლევ პურის ფორმას, ამიტომაც ძალიან ორიგინალურია.
ინგრედიენტები
- 125მლ წყალი
- იგივე რაოდენობის კეფირი
- იგივე რაოდენობი მცენარეული ზეთი
- სუფრის კოვზი შაქარი
- 5გ საფუარო
- 1 კვერცხი
- 0,5კგ ფქვილი
- შიგთავსი თქვენი გემოვნებით
მომზადება
წყალი, კეფირი და ზეთი მოათავსეთ ჯამში, მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხის ცილა, საფუარი, შაქარი და მარილი. მოურიეთ და ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი (გაცრილი), მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ რბილი და ოდნავ წებოვანი ცომი.
უნდა დაელოდოთ დაახლოებით 1 საათი – სანამ ცომი ამოვა. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. მე ავირჩიე კარტოფილის შიგთავსი.
ჩაზილეთ ამოსული ცომი და დაყავით რამდენიმე ნაწილად – 7 ან 12 ნაწილად.
გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და კარგად შეფუთეთ ისე, როგორც ფოტოზეა.
წაუსვით კვერცხის გული და ლამაზად ჩაჭერით, როგორც პური. დაელოდეთ 15 წუთი.
გაოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!