ყირიმელი თათრების ტრადიციული კერძი: გემრიელი ხორციანი ღვეზელი „კუბეტე“

ყირიმელმა თათრებმა ხორციანი ღვეზელი უჩვეულო სახელით „კუბეტე“ ბერძნებიდან ისესხეს. ჩვეულებრივ, ხორტის და კარტოფილის შიგთავსით ავსებენ, შესაძლებელია ქათმის და ბრინჯის შიგთავსით.

კერძის დამოუკიდებლად მომზადება და გასინჯვა აუცილებლად ღირს. ღვეზელის სუნელები-ხორცის არომატი მთელ სამზარეულოში სწრაფად ვრცელდება და ოჯახის წევრებს სავახშმოდ იწვევს. გთავაზობთ რეცეპტის, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ. თუ ცომის მომზადების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ნაყიდი ფენოვანი ცომი გამოიყენოთ.

ღვეზელი ხორცით და კარტოფილით „კუბეტე“

ცომის ინგრედიენტები:

  • 4-5 ჭიქა ფქვილი
  • 350 გრ ცხვრის ცხიმი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • წყალი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 650 გრ ცხვრის ხორცი
  • 4 ხახვი
  • 4 კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 პომიდორი
  • 6 ს/კ ბულიონი
  • 1 კვერცხი

მომზადება:

  1. ფქვილი გაცერით, დაქუცმაცებული ცხიმი დაუმატეთ. ფქვილს აურიეთ.
  2. ფქვილს ცოტ-ცოტა წყალი დაასხით მარილთან ერთად. მკვრივი ცომი მოზილეთ. ცომის დიდი ნაწილი ღვეზელის ქვედა ნაწილისთვის აიღეთ. ზედა ნაწილისთვის ცოტა ცომი დაიტოვეთ. ცომი დაამრგვალეთ, სპირალურად დააწყვეთ.
  3. ხორცი კუბებად დაჭერით. კარტოფილი და ხახვი წვრილად დაჭერით. მწვანილი დააქუცმაცეთ. პომიდორი სურვილის მიხედვით დაჭერით.
  4. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ ღვეზელის გვერდებსაც ეყოს. ფორმაში ჩადეთ.
  5. შემდეგ შიგთავსი დაუმატეთ. სჯობს ასეთი თანმიმდევრობით: ხახვი, კარტოფილი, ხორცი, პომიდორი და მწვანილი. ცოტა მარილი დაუმატეთ.
  6. ცომის მეორე ნაწილი თხლად გააბრტყელეთ. ზემოდან შიგთავსს დაადეთ. შუაში ნახვრეტი გააკეთეთ. ზედა და ქვედა ცომი შეაერთეთ, შეკარით.
  7. ნახვრეტში ცოტა ბულიონი ჩაასხით. ღვეზელს კვერცხი წაუსვით და 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით.
  8. როცა ღვეზელი ოდნავ მოწითალო-ოქროსფერი გახდება, კიდევ 3 ს/კ ბულიონი დაუმატეთ. ტემპერატურა 190 გრადუსამდე შეამცირეთ. ღვეზელი მაქსიმუმ 50 წუთით აცხვეთ.

ამ შესანიშნავი კერძის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.