იდეალური ტორტი “შავი ტყე” – დესერტი, რომელიც ზღაპარში გამოგზაურებთ.

1123

“შვარცვალდი” – ასე ქვიან ნამდვილ შოკოლადის ტორტის, რომელიც წარმოშობით გერმანიიდანაა. ჰაეროვანი და ნამიანი ფირფიტები, რომელიც დანამულია ალკოჰოლოთ, შოკოლადს ძალიან უხდება.

დღეს ჩვენ ამ შედევრის მომზადებაში დაგეხმარებით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 4 კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 90გ ფქვილი
  • 30გ ზეთი
  • 20გ სახამებელი
  • 15გ კაკაო
  • 1 შეკვრა დარიჩინი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 400გ გაყინული ალუბალი
  • 200მლ წყალი
  • 200გ შაქარი
  • 1 ჭიქა (50მლ) ალუბლის სიროპისა და არყის ან კონიაკის ნარევი
  • 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 250გ ნაღები 30%
  • ვანილი
  • 80გ 60% შავი შოკოლადი

ინგრედიენტები დეკორისთვის

  • 250გ ნაღები 30%
  • 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 150გ შოკოლადი
  • ნიგოზი ან მარციპანი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

  1. შიგთავსისთვის ჯამში მოათავსეთ გაყინული ალუბალი (არ გაალღვოთ), მოაყარეთ დარიჩინი.
  2. მოვამზადოთ სიროპი: შაქარს მოასხით ცხელი წყალი და მოურიეთ, დაუმატეთ ალკოჰოლიანი ნარევი. ალუბალს მოასხით მიღებული სიროპი და დაელოდეთ რამდენიმე საათი.
  3. გამოაცხეთ ბისკვიტი. ამისათვის კვერცხის გული ათქვიფეთ ნახევარ შაქართან ერთად.
  4. ცილაც ათქვიფეთ აქაფებამდე. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
  5. ცილა და გული ფრთხილად გადაურიეთ ერთმანეთს, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი სახამებელთან ერთად, კაკაო და დარიჩინი. ფრთხილად მოურიეთ.
  6. ჩაასხით გამღვალი კარაქი. მოზილეთ ცომი.
  7. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთი. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  8. მოვამზადოთ კრემი. ნაღები ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილი და წამოადუღეთ. დაუმატეთ შოკოლადი. გააგრილეთ მაცივარში 2-3 საათი.
  9. ცივი ნაღები შოკოლადთან ერთად ათქვიფეთ მიქსერით. როცა მასა კარგად ამოფუვდება გააჩერეთ მიქსერი, რათა მასა არ ჩავარდეს.
  10. ავაწყოთ ტორტი. გამოწურეთ ალუბალი, რათა გამოვიდეს სიროპი. ალუბლის ნაყოფი დეკორისთვის შემოინახეთ.
  11. ბისკვიტი გაყავით 3 ფირფიტად. 6 სუფრის კოვზი სიროპით დანამეთ ფირფიტები, წაუსვით კრემი. მოფანტეთ ალუბალი, მოასხით კრემი და ტანაბრად გადაანაწილეთ.
  12. დააფარეთ მეორე კორჟი, დანამეთ და წინამორბედის მსგავსად შეკაზმეთ.
  13. ათქვიფეთ დარჩენილი ნაღები, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ფრთხილად მოურიეთ. ნაღები ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ დესერტი.
  14. გახეხეთ შოკოლადი და მოათავსეთ მაცივარში.
  15. მორთეთ შოკოლადით ტორტი.
  16. თითოეულ ალუბალში მოათავსეთ ნიგოზი და გააფორმეთ ტორტი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!