ნაზი და რბილი წასახემსებელი კომბოსტოს კექსები

1083

თუ არასოდეს გამოგიცხვიათ დაუმტკბარი კექსები ახალგაზრდა კომბოსტოთი, გირჩევთ, გამოასწოროთ სიტუაცია. ეს კერძი უნივერსალურია – ჩაანაცვლებს სრულფასოვან საუზმეს და ვახშამს, დაამშვენებს სადილს და სამხარს. ასეთ კექსებს გვერდს ვერავინ აუვლის.

ჩვენს რეცეპტში ბერძნული იოგურტი გამოვიყენეთ, შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ კეფირით. ნოყიერებისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ძეხვის ნაჭრები ან ქათმის ხორცი – შეზღუდვები არ არის.

ინგრედიენტები

  • 200 მლ ბერძნული იოგურტი
  • 150 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 150 გრ კომბოსტო
  • 2 კვერცხი
  • 3 ს.კ. მწვანე ხახვი
  • 65 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • არაჟანი გემოვნებით

მომზადება

1. გახსენით იოგურტში სოდა, დაამატეთ შაქარი.

2. ჩაახალეთ კვერცხი და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ არაჟნის მასის ცომი. დაამატეთ 50 მლ ზეთი.

3. წვრილად დაჭერით კომბოსტო და მწვანე ხახვი, დაუმატეთ ცომს.

4. მოამზადეთ 6-9 სილიკონის კექსის ფორმა, წაუსვით ზეთი და შეავსეთ ცომით 2/3-ით.

5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.

6. გამომცხვარი კექსები ფორმაშივე გააცივეთ ოდნავ, შემდეგ გადაიტანეთ ხელსახოც დაფენილ თეფშზე.

კექსები მიირთვით არაჟანთან და მოხარშულ კვერცხთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!