როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის კატლეტები. არომატული და ძალიან ნოყიერი კერძი.

1701

ეს უცნაურად ჟღერს, მაგრა, ხორცი კატლეტებში მტავარი ინგრედიენტი არ არის. ზაფხულში ყველას გვინდება, რაიმე მსუბუქი კერძი, ამიტომაც ბადრიჯანი საუკეთესო ვარიანტია.

დღეს ჩვენ ბადრიჯნის კატლეტებს მოვამზადებთ. ეს კერძი ძალიან უხდება კარტოფილის პიურეს და პომიდვრის სალათს.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ბადრიჯანი
  • 150გ ყველი
  • 150გ საფანელი
  • 100გ პური
  • სანელებლები გემოვნებით
  • ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • ცოტა რძე
  • 200გ რბილი ყველი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და შეწვით დაჭრილი ბადრიჯანი. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი. დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 15-20 წუთი.

2.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

3.ბადრიჯანი გადაიტანეთ ჯამში და გააგრილეთ.

4.მოაყარეთ მარილი, გახეხილი ყველი, დაუმატეთ კვერცხი, რძით გაჟღენთილი პური, საფანელი, მწვანილი. მოაყარეთ წიწაკა გემოვნებით.

5.მოზილეთ ბადრიჯნის ფარში.

6.ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა, ზემოდან მოათავსეთ ყველი.

7.ამოავლეთ ფქვილში ამ საფანელში.

8.შეწვით კატლეტები ზეთში.

9.შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!