ციტრუსის ტორტი სწრაფად და მარტივად

1025

ციტრუსის ტორტის ამ რეცეპტით მომზადება უმარტივესია. სულრაღაც 20 წუთი და დესერტიც მზად არის!

ციტრუის ტორტი არის არომატული, წვნიანი, გემრიელი და რაც მთავარია უცხო დესერტი.

შეგიძლიათ მისცეთ მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმა. თუ გამოსაცხობ ფორმაში აცხობთ, მაშინ ცომი უნდა გაყოთ ორად და გამოაცხოთ ცალ-ცალკე. თუ მრგვალ ღრმა ფორმაში ამზადებთ, მაშინ გამოაცხვეთ ერთიანად და შემდეგ გაჭერით ორად.

მე რეკომენდაცია მრგვალ ფორმას გავუწევ.

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი ან შაქრის ფხვნილი
  • 4 კვერცხი
  • 10გ ჟელატინი
  • 3/4 ჭიქა ანანასის წვენი
  • 100გ რბილი კარაქი
  • 100გ რბილი ნაღების ყველი
  • 3 სუფრის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი
  • 1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  2. ათქვიფეთ კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი ან შაქრის ფხვნილი.
  3. ფორთოხლის წვენი გააცხელეთ და დაუმატეთ ჟელატინს. მოურიეთ ჟელატინის სრულად გალღობამდე.
  4. ჟელატინის მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, ნახევარი ლიმონის ან ლაიმის წვენი და ფრთხილად მოურიეთ.
  5. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიონის ან ლაიმის ქერქი.
  6. მზა ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 20 წუთი. ცხობის პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.
  7. მზა კორჟი გადმოიტანეთ ფორმიდან, მოათავსეთ პირსახოცზე, დააფარეთ მეორე პირსახოცი და დაელოდეთ გაგრილებას. გაყავით ფორფიტებად.
  8. კარაქი, შაქრის ფხვნილი, ნაღების ყველი ათქვიფეთ აქაფებამდე. კრემი წაუსვით ტორტს და მის ფორფიტებს.
  9. დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტრუსის ქერქი.

გერიელად მიირთვით!