საიდუმლოებები, რომელსაც შეფი სამზარეულოში იყენებს

859
  1. რათა თქვენს კერძს ნაზი ნივრის არომატი მიეცეს, ნივრის კბილი კარგად წაუსვით თეფშს, ამ პროცედურის შემდეგ მოათავსეთ კერძი თეფშზე.
  2. ხორცის მარინადის ახალი გემო: მუქი ლუდი ან ღია ლუდისა და სოიოს სოუსის ნარევი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ლუდის დამატება ბოსტნეულის მომზადებისას შეგიძლიათ, მოთუშვის პროცესში დამატებული ალკოჰოლი საოცარი გემოსა და არომატის გარანტია.
  3. თუ სუპს ზედმეტი მარილი უქენით არ ინერვიულოთ: მარლაში მოათავსეთ უმარილო ფაფა და ჩაუშვით სუპში, მოხარშეთ და ხარშვის პროცესში ფაფა ზედმეტ მარილს შეიწოვს.
  4. ღვიძლს მომზადების ბოლოს მოაყარეთ მარილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვიძლი ძალიან გამაგრდება.
  5. რათა ნამცხვრის ზედა ნაწილი არ დაიწვას, დააფარეთ სველი ქაღალდი.
  6. ქათქათა თეთრი გამოგივათ ბრინჯი, თუ ხარშვისას ძმარს დაუმატებთ.
  7. მოხარშული კვერცხის დასაჭრელად დანა დაასველეთ ცივი წყლით, რათა კვერცხის გული არ დაიშალოს.
  8. თუ ბულიონში ჩააგდებთ ყინულის ნატეხს და აადუღებთ, ის გამჭირვალე გახდება.
  9. ლობიოს თუ ღია ჭურჭელში მოხარშავთ, ის არ გამუქდება.
  10. ფარში გამოვა გემრიელი თუ მას დაუმატებთ უმ ხახვს, მოთუშუშილ ხახვს და წვრილად დაჭრილი კარტოფილს.
  11. საქონლის ხორცი არ იქნება მაგარი, თუ მომზადებამდე მას მოათავსეთ 30 წუთი მაიონეზის მარინადში.
  12. მოხარშული სიმინდის გამოყენება სალათებში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
  13. ბადრიჯანი სასიამოვნო გემოს მიიღებთ, თუ თქვენ მას მოაყრით მარილს, დაელოდებით ცოტახანი, კარგად გარეცხავთ და შემდეგ მოამზადებთ კერძს.
  14. ნუშს მარტივად გაარჩევთ მისი 5 წუთი ცხელ წყალში მოთავსების შემდეგ.
  15. არაჟანი უკეთ აიტქვიფება, თუ თქვენ მას კვერცხის ცილას დაუმატებთ.
  16. დაფქულ ყავას დაუმატეთ ცოტა მარილი, მოდუღების შემდეგ გემო გაგაოცებთ.
  17. რათა ღუმელში შემწვარი ხორცი იყოს არომატული, ნაზი და რაც მთავარია გემრიელი, წაუსვით ბროწეულის სოუსი, თაფლი, გახსნილი წყალში ან კოიკაში (წყალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ), მშრალი ღვინო.
  18. უხეში ხორცი დარბილდება თუ ბულიონს დაუმატებთ ბანანის ქერქს.
  19. თუ შარლოტას ამზადებთ, აუცილებლად ამოავლეთ ვაშლი ფქვილში, რათა ცხობისას ძირს არ ჩაცურდეს.
  20. საფანაელის ნაცვლად გამოიყენეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
  21. თეფში გაახურეთ ცხელი კერძის მასზე მოთავსებამდე, ცივის შემთხვევაში წინასწარ გააგრილეთ.
  22. ახლად მომზადებულ ხორცს დაელოდეთ ცოტახანი, რათა გაგრილდეს და გემოები კარგად გაიხსნას.
  23. ვინიგრეტი გამოვა მეტად გემრიელი თუ მას დაუმატებთ სუფრის კოვზ რძეს და ჩაის კოვზ შაქარს.
  24. აუცილებლად დააგემოვნეთ კერძი მზადების პროცესში, რათა ინგრედიენტების ბალანსი დაიცვათ.
  25. სანამ სუპს ცეცხლიდან გადმოიტანთ, დაუმატეთ ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი, კომბოსტოს წვენი ან პომიდვრის. ამ ხერხის დახმარებით თქვენი სუპი ახალ გემოებს შეიძენს.
  26. აუცილებლად იქონიეთ სამზარეულოში ბასრი დანა.
  27. ვანილი – ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათებს. აუცილებლად გასინჯეთ.
  28. ლიმონის შეგიძლიათ კერძებში მარილის ნაცვლად გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ წნევის დარეგულირებაში.
  29. ყოველთვის მოამზადეთ კერძები მშრალი ხელით.

გემრიელად მიირთვით!