დესერტი უსწრაფესად. ცომი “ნუტელა”, ცილა – და საოცრებაც მზად არის!

1085

თუ უეცრად სტუმრები გესტუმრათ, თქვენი კი ნტელასა და ცომის გარდა არაფერი გაქვთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ამ ინგრედიენტებით საოცარი დესერტის მომზადება შეიძლება.

შოკოლადის ვარსკვლავები – ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე მზა ცომი ან მოამზადოთ თქვენით. ცომი გაყავით 3-4 ნაწილად (იმისდა მიხედვით თუ რამდენ ფენიან დესერტს ამზადებთ).

მომზადება

1.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, მასზე მოათავსეთ ცომის პირველი ფენა, წასუვით ნუტელას ფენა. შოკოლადი ყველა ფენას წაუსვით ბოლოს გარდა. ამის შემდეგ ცომი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

2.ცომის ცენტრში მოათავსეთ ჭიქა.

3.ბასრი დანით ჭიქის ირგვლი გრძლად ჩაჭერით ცომი. სულ უნდა გამოვიდეს 16 ნაწილი.

4.ხელში აიღეთ გაჭრილი ცომის ნაწილები და ორივე ერთმანეთის საპირისპიროდ ორჯერ გადააბრუნეთ.

5.ცომის ბოლოები შეაერთეთ ერთმანეთთან.

6.წაუსვით კვერცხსი ცილა.

7.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!