წინასაახალწლოდ ჩემი მეუღლე მუდმივად ამზადებს ბასთურმას. ბევრი იტყვის რაარის ამაში გასაკვირი და გასაოცარიო, მაგრამ დამერწმუნეთ მისი გემო მართლაც გაგაოცებთ. ასეთს იშვიათად თუ მიაგნებთ მაღაზიებში, ვინაიდან ხარისხიანი პროდუქტის შოვნა თანაც ჩვენი თხელი ჯიბის ფონზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შინაურულად გამოყვანილი ხორცი – ორმაგი სარგებელია: გემრიელი შეჭამადი სადღესასწაულო სუფრაზე და ღირსეული საჩუქარი სტუმრებისთვის.
დღეს გასტრონომიას რედაქციის სახელით მინდა გიამბოთ გამოცდილი რეცეპტი, მისი დახმარებით სახლის პირობებშიც კი მარტივად მოამზადებთ ქათმის ბასთურმას. ყველაზე რთული როგორც ყველა ასეთი პროდუქტის მომზადების პროცესში საჭირო დრომდე შენახვაა, გაუძელით არ შემოგეჭამოთ დროზე ადრე.
ქათმის გულ-მკერდის ბასთურმა
სანამ ამ ხანგრძლივი მზადების პროცეს შეუდგებით მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ – შედეგი ამად ნამდვილად ღირს, თუნდაც წვალება მოგიწიოთ, თუმცა ამ შემთხვევაში საწვალებელიც არაფერია. ქათმის გულ-მკერდის ბასთურმა საკმაოდ რბილი გამოდის, შესანიშნავად იღეჭება, ხოლო გემოთი აბსოლიტურად არაფრით არ ჩამოუვარდება საქონლის ხორცის ბასთურმას, პირადად მე მირჩევნია კიდეც.
ინგრედიენტები:
- 4 ცალი ქათმის მკერდი
- 1კგ მარილი
- 0,5 ჭიქა ჩამანი (ულუმბო)
- 3 ს/კ ტკბილი წითელი წიწაკა (პაპრიკა)
- 3 ს/კ კვლიავი
- 2 ს/კ ჩილის დაფქული წიწაკა
- 1,5 ს/კ წიწაკის მარცვლების ნაკრები
- 1 ს/კ გამხმარი ნიორი
მომზადების წესი:
1. გამოჰყავით ფილე ქათმის მკერდიდან ისე, რომ 8 ნაჭერი მიიღოთ. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალით და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. მჭიდროთ ჩაალაგეთ ფილე ჭურჭელში და კარგად მოაყარეთ მარილი. დადგით ხორცი 2-3 დღით გრილ ადგილას. პერიოდულად გადაღვარეთ დაგროვილი სითხე და გადააბრუნეთ ნაჭრები 2 ჯერ დღეში.
2. მესამე დღეს ხორცს მარილი მოაშორეთ და ჩაალბეთ ცივ წყალში 5-6 საათით, ამ დროის განმავლობაში საჭიროა ორჯერ გამოუცვალოთ წყალი. შემდეგ კი ხორცი წნეხის ქვეშ მოათავსეთ ერთი ღამით (სამლიტრიანი ქილა, საწონი, წყლით სავსე ქვაბი) ზედმეტი სითხის მოსაშორებლად. შემდეგი ეტაპია მომზადება — მოამზადეთ სანელებლების პასტა. შეურიეთ ყველა სანელებელი და დაუმატეთ ცხელი წყალი, ნაზავმა უნდა მიიღოს სქელი არაჟნის კონსისტენცია. წყალი ეტაპობრივად დაამატეთ, რადგან ჩამანი მალე სქელდება.
3. ფილე გახვრიტეთ და გაუყარეთ მასში თოკი, წაუსვით გარშემო სანელებლების ნაზავი. ადროვეთ ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს და შემდეგ თავიდან წაუსვით ნაზავი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამოდენიმეჯერ იმისათვის, რომ ხორცზე სქელი ქერქი წარმოიქმნას.
4. ხორცი გამოსაშრობად ჩამოკიდეთ მშრალ, კარგად განიავებად ოთახში. ასეთი მიზნებისთვის გამოდგება აივანი ან მაცივარის ქვედა თარო. ბასთურმა 5-7 დღეში მზად იქნება. მზა პროდუქტი გაახვიეთ საცხობ ქაღალდში და შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 14 დღისა. გემრიელად მიირთვით.
თავისთავად ბასთურმა მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ საჭიროებს დროის ხარჯვას. თუმცა მეორესმხრივ რატომაც არ უნდა გავაკვირვოთ მეგობრები ასეთი დელიკატესით?
უამრავ ადამიანს სურს ჩაანაცვლოს მაღაზიის ძეხვი სახამებლების, კონსერვანტების და სხვა ხელოვნური დანამატების არმქონე პროდუქტით. თუ თქვენც მათ რიგებში ხართ ჩვენი რედაქცია გირჩევთ აუცილებლად მოამზადეთ ქათმის ეს ნაზი და მადისაღმძვრელი, გამომშრალი ხორცი. გასახარია ნამდვილად, როდესაც შეგიძლია მაცივარიდან გამოიღო ჩამოჭრილი ნაჭერი და შეატანო ლუდს ან გაუმასპინძლდე სტუმრებს.
თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია შეინახეთ ის და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც.