ბადრიჯანი ქართულად: საოცარი არომატი და გემო

6433

მე ზამთარი ვერ წარმომიდგენია მწარე ბადრიჯნის გარეშე, ამიტომაც ყოველთვის ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1კგ
  • ტკბილი ბულგარული წიწაკა 400გ
  • მცენარეული ზეთი 100გ
  • ნიორი 1 თავი
  • წიწაკა 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ძმარი 9% 100მლ

მომზადება

  1. გარეცხეთ ბადრიჯანი, მოაჭერით კუდი და დაჭერით კუბიკებად.
  2. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 2 საათი.
  3. ხორცსაკეპში გაატარეთ ტკბილი წიწაკა, ნიორი და მწარე წიწაკა.
  4. მოასხით ნიორი და მცენარეული ზეთი, მოურიეთ.
  5. ბადრიჯანი გამოწურეთ და შეწვით მცენარეულ ზეთში 15-20 წუთი.
  6. ნივრისა და წიწაკის მასა ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ 5 წუთი.
  7. დაუმატეთ შემწვარ ბადრიჯანს.
  8. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, შაქარი, მოურიეთ და აადუღეთ 10 წუთი.
  9. ბადრიჯანი გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში.
  10. მოხუფეთ და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!