ეს რეცეპტი კი არა, ერთი დიდი სიამოვნებაა! მენდეთ, სტუმრებისთვის „ქაშაყი შუბის ქვეშ“ ასე არავის გაუტანია. ცოტა ძალისხმევა და ყველა კომპლიმენტებით აგავსებთ.
ინგრედიენტები:
- 4 ჭარხალი
- 4 საშუალო ზომის სტაფილო
- 2 მოხარშული კვერცხი
- 2-3 კარტოფილი
- 1 საშუალო ზომის ქაშაყი
- 1 ხახვი
- 100 გრ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ხახვის გარდა ყველა ბოსტნეული მოხარშეთ და გააგრილეთ.
- ქაშაყი გაჭერით, ძვლები და ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. დაჭრილი ხახვი დაუმატეთ.
- მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი გაასუფთავეთ. სხვადასხვა თასში თითოეული ინგრედიენტი საშუალო ზომის სახეხზე გახეხეთ.
შემდეგი წესით საკვებ ცელოფანზე ინგრედიენტები ფენებად დააწყვეთ და მაიონეზი წაუსვით:
- ჭარხალი. ზედმეტი წვენი მოაშორეთ, მარილი მოაყარეთ და საკვებ ცელოფანზე მოათავსეთ, ზემოდან პაკეტით ან ცელოფნით ოდნავ დაპრესეთ.
- სტაფილო. ჭარხლის ფენაზე დაადეთ ისე, რომ პირველი ფენის კუთხები ჩანდეს. მარილი მოაყარეთ და დაპრესეთ.
- კარტოფილი. მარილი მოაყარეთ და დაპრესეთ.
- კვერცხი. მარილი მოაყარეთ და დაპრესეთ.
- ქაშაყი ხახვთან ერთად. ვიწრო ზოლად ქაშაყი ცენტრში მოათავსეთ ისე, რომ ყველა წინა ფენა ჩანდეს.
- ჯერ რულეტის ერთი მხარე დაახვიეთ, ოდნავ ჩატუმბეთ. შემდეგ მეორე მხარე.
- რულეტი გაახვიეთ და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით მაცივარში გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.
- რულეტი სერვისის თეფშზე გადაიტანეთ და საკვები ცელოფანი მოაშორეთ. სურვილის მიხედვით კამით ან მაიონეზით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!