რუმინული სააღდგომო პურის რეცეპტი

1135

ტრადიციულად ბულგარეთსა და რუმინეთში არომატულ სააღდგომო და საშობაო ნამცხვარს – “კოზუნაკს” ამზადებენ. ეს ტკბილი, საფუარიანი ღვეზელია რომელიც ყველასთვის ცნობილი “კულიჩის” ალტერნატივაა. მისი მომზადების რამდენიმე ვარიაცია არსებობს, დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ!

ტკბილი საფუარიანი ღვეზელი

მისი ძირითადი ინგრედიენტებია: ფქვილი, შაქარი, რძე, კვერცხი, ზეთი და საფუარი. ის შეგიძლიათ სწორ ფორმაში გამოაცხოთ ან ფუნთუშებად დაყოთ. მზადდება როგორც გულსართით, ასევე გულსართის გარეშეც. მას უხდება არაქისი, ქიშმიში, რახათ-ლუხუმი, კაკაო, ახალი ხაჭო, მარმელადი და რა თქმა უნდა ყველა შესაძლო კომბინაციაც!

დღეს ამ ტკბილეულის ერთ ერთ რეცეპტს წარმოგიდგენთ მაგრამ, ექსპერიმენტების გაკეთებაც შეგიძლიათ!

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 20 გრამი საფუარი
  • 75 გრამი კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 180 მილიგრამი რძე

ინგრედიენტები:

  • 5 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 8 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100 გრამი დაფქული არაქისი
  • 5 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

1. თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი.


2. ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და დაასხით საფუარიანი რძე. საგულდაგულოდ მოურიეთ.


3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი. მოზილეთ ცომი და 1 საათით თბილ ადილას დატოვეთ გასაფუებლად.


4. გულსართის მოსამზადებლად კარგად აურიეთ მისი ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.


5. 1 საათის შემდეგ გააბრტყელეთ ცომი და მართკუთხედის ფორმა მიეცით. წაუსვით გულსართი. გადაახვიეთ ცომი და ჩადევით ზეთმოსმულ პურის ან კექსის ფორმაში. დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში – 40 წუთით შედგით და გამოაცხვეთ.


გარწმუნებთ, თუ ამ ღვეზელს ერთხელ მაინც მოამზადებთ ის აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი.