ხაჭოს ცხობილა ღუმელში – საოცარი საუზმე ან ძალიან მსუბუქი ვახშამი.
მარტივი ხაჭოს ცხობილა
ინგრედიენტები
- 3 ქათმის კვერცხი
- 500გ ხაჭო
- 1 ქილა შედედებული რძე
მომზადება
- მოვამზადოთ ცხობილა 3 ინგრედიენტისგან. გახეხეთ ხაჭო. ჯამში ათქვფეთ შედედებული რძე და კვერცხი. დაუმატეთ ხაჭო და ისევ ათქვიფეთ. მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი და სქელი.
- აიღეთ შესაბამისი ფორმა, დაამუშავეთ კარაქით და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 45-50 წუთი 180 გრადუსზე.
ხაჭოს ცხობილა, როგორც ბაღში
ინგრედიენტები
- კარაქი
- ხაჭო 600გ
- 2 ქათმის კვერცხი
- ცუკატები და ნიგოზი 100-100გ
- სახამებელი 50გ
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 110გ
- რძე 250მლ
მომზადება
- ცომის მოსამზადებლად განაცალკევეთ ცილა და გული, დაუმატეთ ხაჭოს. ჩაასხით რძე და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სახამებელი, შაქარი, ვანილი, ცუკატები და ნიგოზი.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მაასზე მოათავსეთ კარაქის ნაჭრები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
ხაჭოს ცხობილა 5 წუთში
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
- 2 შეკვრა ხაჭო. 5 სუფრის კოვზი მანანის ბურრული
- ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, გააქტიურებული ძმრით
- მწიკვი მარილი
- 200გ არაჟანი
- ქიშმიში
მომზადება
- ყველა პროდუქტი ერთმანეთს კარგად გადაურიეთ. დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა (გააქტიურებული). სურვილისამებრ დაუმატეთ ქიშმიში.
- ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ.
ცხობილა სტაფილოს დამატებით
ინგრედიენტები
- დაბალ ცხიმიანი ხაჭო 200გ
- ქათმის კვერცხი 1 ცალი
- ვაშლი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცლი
- ვანილი
ინგრედიენტები
- აიღეთ რბილი ხაჭო და კარგად გადაურიეთ კვერცხს. დაუმატეთ გახეხილი ვაშლი და სტაფილო.
- შაქარი და მარილი ამ რეცეპტში არ დაგვჭირდება. ვაშლი და სტაფილო შეასრულებს მათ საქმეს.
- გამოაცხვეთ 220-230 გრადუსზე 20-35 წუთი.
ხაჭოს ცხობილა ქიშმიშით
ინგრედიენტები
- ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო 250გ
- არაჟანი 100გ
- 3 ქათმის კვერცხი
- შაქარი 150გ
- მანანის ბურღული 200გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ქიშმიში 200გ
- კარაქი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ხაჭო და არაჟანი. მიღებული ორივე მასა შეაერთეთ.
- გამაფხვიერებელს დაუმატეთ მანანის ბურღული და ნელ-ნელა გადაიტანეთ ხაჭოს მასაში.
- ცომს დაუმატეთ გასუფთავებული ქიშმიში. გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით.
- გამოაცხვეთ 45-50 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!