შაკშუკა – ნოყიერი და გემრიელი საუზმე, ისრაელის სიამაყე

1610

საოცარი კერძი ისრაელიდან. მზადდება ძალიან მარტივად.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 8 ცალი
  • ტკბილი წიწაკა 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ქილის პომიდორი 1 ქილა
  • ოხრახუში
  • პიტას პური 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 50მლ
  • მარილი, შაქარი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. შაკშუკა – დღის საუკეთესო დასაწყისია. ის როგორც წესი თეფშზე პურთან ერთად გვხვდება.
  2. ამ კერძის უამრავი ვარიაცია არსებობს. ზოგი ამადებს ტკბილს, ხოგი მწარეს, ასევე თხელსაც და სქელსაც განარჩევენ.
  3. დაჭერით ხახვი და ტკბილი წიწაკა.
  4. მოთუშეთ ზეთში და დაუმატეთ ნიორი.
  5. დაუმატეთ პომიდორი და კარგად მოთუშეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შაქარი.
  6. ცხელს სოუსს დაუმატეთ ქათმის კვერცხი.
  7. შეწვით 3-4 წუთი.
  8. მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!