უზბეკური სამზარეულო – აზიის მხარეში ერთ-ერთი პოპულარული სამზარეულოა. ამ კერძების სახლში მომზადებაც არ არის რთული, მტავარია მიყვეთ მომზადების ინსტრუქციას. დღეს ჩვენ საუკეთესო კერძს შემოგთავაზებთ.
ერთი შეხედვით ეს კერძი ძალიან გავს ჩვულებრივ ღვეზელს, მაგრამ გარეგნობა იტყუება. უზბეკეთში პურს უდიდესი დატვირთვა აქვს, ამიტომაც ასეთ კერძებს ისინი ყოველთვის სიამოვნებით ამზადებენ.
ინგრედიენტები
- საქონლის ხორცი 400გ
- კეფირი 1 ჭიქა
- წყალი 1 ჭიქა
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- კვერცხის ცილა 1 ცალი
- სიმითის მარცვალი გეოვნებით
- კაკალი ქინძი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- ახვი 2 ცალი
- ხორბლის ფქვილი 4 ჭიქა
- კარაქი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- საფუარი 1 ჩაის კოვზი
- ძირა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1.კეფირს დაუმატეთ წყალი, 100გ გამღვალი კარაქი, შაქარი, ცილა და საფუარი. დაუმატეთ ფვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თბილ ადგილას 1,5 საათი.
2.ფქვილით დაამუშავეთ სამუშაო მაგიდა, გადაიტანეთ ცომი და გაყავით 6 ნაწილად, გადააფარეთ ხელსახოცი.
3.დაჭერით ხახვი და ხორცი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ძირა და კაკალი ქინძი. მოურიეთ.
4.სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი. აიღეთ ერთი ნაწილი ცომი და გააბრტყელეთ თხელი ბლინის ფორმაზე, წაუსვით გამღვალი კარაქი. დაახვიეთ სპირალისებურად. ცომის 2 ნაწილი დაამუშავეთ მსგავსად.
5.დარჩენილი 3 ნაწილი გააბრტყელეთ, ამოავსეთ შიგთავსით და მსგავსად დაახვიეთ.
6.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და გადაიტანეთ ცომეული ფორმაზე. წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სიმითი. გამოაცხვეთ 30 წუთი 190 გრადუსზე, ხოლო ჩვეულებრივები 20 წუთი 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!