თევზით მომზადებული ეს კერძი იმითაა საყურადღებო, რომ მალე მზადდება, ამასთან, არომატული და გემრიელია.
საჭირო მასალა:
- 200 გ სხვადასხვა ზომისა და ფორმის პასტა
- 150 – 200 გ თეთრი თევზის ფილე
- 400 გ ზეთისხილი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 თავი ხახვი
- 1 ჩ.კ. ხმელი ქონდარი
- 1 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი
- მარილი, პილპილი
- 2 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო
- 1 კონა კამა
მომზადების წესი:
- პასტა მოხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი თევზი და 3-4 წუთი შუშეთ. თევზს მოასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მშრალი მწვანილი, დაჭრილი ზეთისხილი და ღვინოს რომ ჩაიშრობს, გადმოდგით ცეცხლიდან.
- მოხარშული პასტა გადაწურეთ და შეურიეთ მოშუშულ თევზს. სუფრასთან გატანის წინ პასტას მოაყარეთ დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!