ინგრედიენტები
- 200გ ხორბლის ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1,5 ჩაის კოვზი სოდა
- მწიკვი ლიმონის მჟავა
- ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
- 1 კვერცხი
- 200მლ რძე
- 3 სუფრის კოვზი კარაქი
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, სოდა, ლიმონის მჟვა და მარილი.
- ყველაფერს კარგად მოურიეთ.
- მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.
- ჩაასხით რძე და ისევ ათქვიფეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი, თქვიფეთ 2 წუთის განმავლობაშ.
- გააცხელეთ ტაფა, არ დაასხათ ზეთი.
- ცომი მოათავსეთ ტაფაზე.
- შეწვით ორივე მხრიდან 2-3 წუთი.
გემრიელად მიირთვით!