ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი 100გ
- კარაქი 120გ
- შაქარი 150გ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 150გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ხაჭო 300გ
- ვანილი 12გ
- ალუბალი 400გ
- მწიკვი მარილი
მომზადება
- შავი შოკოლადი და კარაქი გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი და 50გ შაქარი. დაუმატეთ მარილი და ვანილი.
- მოვამზადოთ კრემი: ხაჭოს დაუმატეთ 100გ შაქარი და 2 კვერცხი. ათქვიფეთ ბლენდერით.
- კვერცხის მასას დაუმატეთ გრილი შოკოლადი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ.
- მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი. ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს მასის ნახევარი.
- ხაჭოს მასაზე მოათავსეთ ალუბალი. მოასხით ცომი და ისევ დაფარეთ ხაჭოს მასით, შემდეგ ისევ ალუბალი და ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.
გემრიელად მიირთვით!