ხახვის ნამცხვარი ყველით

707

გაყინული ფენოვანი ცომი ნამდვილი შვებაა დიასახლისებისთვის. მისგან შეგიძლიათ სწრაფად მოამზადეო კერძები. ყოველთვის მაქვსსახლში გაყინული ცომი, სანამ ვალღობ ვამზადებ გულსართს და კერძიც უმალვე მზად არის. ამ რეცეპტით უკვე წლებია ვხელმძღვანელობ. დღეს მინდა ეს გამოცდილება გაგიზიაროთ.

ამ ნამცხვარ მე მეორესახელი შევარქვი “ყველაფერი 4”. გულსართისთვის ყოველთვის 4 ინგრედიენტს ვიყენებ. ნამცხვარი საუზმისთვის და ასევე ვახშმისთვისაც იდეალური ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • უსაფუარო ფენოვანი ცომი 500გ
  • ხახვი 4 ცალი
  • მდნარი ყველი 4 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი
  • სიმითის მარცვალი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.აიღეთ 4 დიდი ხახვი, გაასუფთავეთ და დაჭერით მრგვლად. გააცხელეთ ტაფა ზეთთან ერთად და მოთუშეთ ხახვი.

2.გახეხეთ ყველი. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და წიწაკასთან ერთად.

3.სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ ცომი. გააბრტყელეთ ცომი და ჩააფინეთ ფორმაში. ცომი უნდა გადმოდიოდეს ფორმიდან.

4.მოათავსეთ მზა ხახვი, მოაყარეთ ყველი და მოასხით კვერცხი. დააფარეთ მეპრე ფენა ცომი და კარგად დააფიქსირეთ. მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები. შეგიძლიათ ჩანგლით შეაწებოთ ცომი, რათა მჭიდროდ დაფიქსირდეს.

5.ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე, მიღებული მასა წაუსვით ნამცხვარს. ცენტრში ჩაჭერით ჯვარედინად, მოაყარეთ სიმითი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!