ეს სამი რეცეპტი – კლასიკაა ბერძნებისთვის, არაბებისთვის და ყირიმელი თათრებისთის. სამივე განსაკუთრებით გემრიელია. მათი მომზადების შმდეგ, თქვენს ჩემსავით შგიყვარდებათ ეს საოცარი დესერტი.
ბერძნული ფახლავა
ცომი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 3 კვერცი
- 300გ ზეთი
- 300გ არაჟანი
- მწიკვი მარილი
- ვანილი და გამაფხვიერებელი 1 შეკვრა
შიგთავსი
- 454გ. ნუში ან ნიგოზი
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
დამატებით დაგჭირდებათ
- 4 ცილა
- 2 გული წასასმელად
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- ლიმონის ქერქი
- 75გ თაფლი
ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და გამღვალი კარაქი, ხელით კაგად ადაურიეთ. ამავე მასაში გააკეთეთ ჩაღრმავება, დაუმატეთ არაჟანი და კვერცხი. მოზილეთ ელასტიური ცომი. შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
- გაახურეთ ღუმელი. ნიგოზს დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი.
- გამოსაცხობის ფორმის ძირზე მოათავსეთ 8 ფენა ცომი.
- თითოეულ ცომის ფირფიტას წაუსვით გამღვალი კარაქი.
- თითოეულ ფენას მოაყარეთ შიგთავსი და ზემოდან მოათავსეთ შემდეგ ცომის ფენა.
- ეს პროცესი გააგრძელეთ მანამ სანამ არ დაგრჩებათ ცოტაოდენი ნიგოზი.
- აწყობილ ფახლავას წაუსვით კარაქი.
- დაჭერით ბასრი დანით.
- ღუმელში მოათავსეთ წყლიანი ჯამი და გამოაცხვეთ ფახლავა.
- გამოაცხვეთ 2 საათი.
სიროფი, რომელიც უნდა მოასხათ ფახლავას
- დარჩენილ შაქარს დაუმატეთ, ლიმონის ქერქი, ლიმონის წვენი და წყალი.
- მიიღვანეთ დუღილამდე და აადუღთ დაბალ ცეცხლზ 15 წუთი.
- დაუმატეთ თაფლი და ადუღეთ 5 წუთი.
- ამოიღეთ ლიმონის ქერქი და დაელოდეთ მასის გაგრილებას.
- გრილ ფახლავას მოასხით მზა სიროფი.
ფახლავა აღმოსავლურად
ცომი
- კარაქი 350გ
- არაჟანი 300გ
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 4 ჭიქა
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 2,5 ჭიქა
- ნიგოზი 2 ჭიქა
- თაფლი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- ფქვილი და 300გ კარაქი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
- დაუმატეთ 3 გული, არაჟანი და სოდა, მოზილეთ ცომი, მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
- ცომი გაყავით 3 ბურთულად.
შიგთავსი
- ნიგოზი დააქუცმაცეთ.
- 4 ცილა ათქვიფეთ შაქართან აქაფებამდე.
- შეაერთეთ ორივე მასა.
- თითოეული ცომის ბურთულა გააბრტყელეთ და ზემოდან წაუსვით შიგთავსი.
- შედეგი ცომის ფენა ოდნავ სქლად გააბრტყელეთ.
- მჭრელი დანით (არ გაჭრათ) მონიშნეთ რომბები, წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ნიგოზი.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი.
- მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე, მოასხით თაფლი არეული 50გ კარაქთან.
- გამოაცხვეთ და გაგრილების შემდეგ დაჭერით.
ყირიმული ფახლავა
ცომი რძეზე
- 250მლ რძე
- 60გ კარაქი
- 50მლ არაჟანი
- 1/4 ჩაის კოვზი სოდა
- 3,5-4 ჭიქა ფქვილი
სიროპი
- 500გ შაქარი
- 200მლ წყალი
- 2 ჩაის კოვზი თაფი
ასევე
- მოზალული ნიგოზი
- 500მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი
მომზადება
- გამღვალ კარაქს მოასხით რძე.
- დაუმატეთ არაჟანი და სოდა.
- მოურიეთ, ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ტავდაპირველად დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, შემდეგ მოაყარეთ რამდენსაც მოითხოვს.
- ცომი დაასვენეთ 10 წუთი.
- ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად.
- მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი მართკუთხედად, რაც შეიძლება თხლად. გაბრტყელების პროცესში ცომს მოაყარეთ ფქვილი, რათა არ დაზიანდეს.
- ეს ფირფიტა დატოვეთ გასაშრობად თითოეული მხრიდან 5-10 წუთი.
- დაახვიეთ რულეტისებურად.
- კუთხეები დანამეთ წყლით, რათა არ დაიშალოს და კარგად დაფიქსირდეს.
- მიღებული რულეტი უნდა გაჭრათ 2 ნაწილად 45 გრადუსიანი კუთხით. აუცილბლად გამოიყენეთ ბასრი დანა, კუთხეები არ უნდა შეწებდეს ერთმანეთზე.
- მიღებული ნაჭრები ოდნავ გაშალეთ და ზედმეტი ფქვილი ჩამოფერთხეთ.
- ღრმა ჯამში გააცხელეთ მცენარეული ზეთი, ჩაუშვით ცომის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრიდან.
- შემწვარი ფახლავა მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
- პარალერულად მოამზადეთ სიროპი. ამისათვის შაქარს დაუმატეთ წყალი და აადუღეთ. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ თაფლი.
- გაგრილებული ფახლავა ამოავლეთ სოუსში 1-2 წუთი.
- მოაყარეთ ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!