ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 350გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- ხაჭო 400გ
- შაქარი 50გ
- კვერცხი 1 ცალი
- ვანილი
- კარაქი 30გ
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო.
- დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხი.
- ჩანგლით ათქვიფეთ.
- დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
- ისევ კარგად მოურიეთ.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი მთავარ მასას.
- ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე.
- ხელით დაამუშავეთ და დაამრგვალეთ.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად.
11.ცომის ერთი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ.
12.ამოჭერით ორცხობილა.
13.მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და ანალოგიურად ამოჭერით.
14.მრგვალი ფირფიტები კუთხეებით შეაერთეთ.
15.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.
16.ცხობილებს წაუსვით კვერცხი.
17.გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!